შაბათი, აპრილი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ გრცხენიათ რას გვაყვედრიან? დედა ეკლესია ქვეყანას ამაზე...

“არ გრცხენიათ რას გვაყვედრიან? დედა ეკლესია ქვეყანას ამაზე მეტს არ აკეთებს?” – მეუფე ანტონი

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება მეუფე ანტონის განმარტებები, მის ქადაგებასთან დაკავშირებით. მიტროპოლიტი სხვადასხვა საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის ეკლესიისთვის გამოყოფილ ფინანსურ მხარდაჭერაზე, ევროატლანტიკური ფასეულებებზე, სექსუალურ უმცირესობებზე და სხვა…

მეუფე ანტონის განმარტებებს გთავაზობთ უცვლელად:

მათთვიის ვინც ვერ გაერკვია დღევანდელი ქადაგების აუდიო ჩანაწერში, მისი ჩაწერის ხარისხის გამო:
….. დღევანდელ ქადაგებაში ყურადღება გავამახვილე იმ ორკესტრირებულ შეტევაზე, რომელიც კარგა ხანია წამოიწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილმა მედიის, ოპოზიციის ,არასამთავრობო ორგანიზაციების ე. წ. ნჯო-ების გარკვეულმა ნაწილმა, წვრილ-წვრილ და პატარ-პატარა ეკლესიის მოძულეებმა ე.წ -აბიჟნიკებმა.
გულნატკენმა ავღნიშნე, რომ ეყოფათ ამდენი ზიზღის თესვა მოსახლეობასა და ახალგაზრდებში !!!
ნეო კომკავშირლებისა და ნეო კომუნისტების იდეებით შეპყრობილების, უგუნურება ყველა საზღვრებს ცდება ….
ერთხმად რომ გაიძახით, სახელწიფო წინასაარჩევნოდ გვყიდულობს ეკლესიასო, თუ ამ უნიჭო ბრალდებისა გჯერათ, გამოდის და აღიარებთ, რომ ჩვენ – ეკლესიას გარკვეული „წონა“ და ზეგავლენა გვქონია , ჰოდა თუ ასეა გეკითხებით , ჩვენთან მეგობრობა გირჩევნიათ თუ მტრობა ! ავღნიშნე რომ გონიერნი რომ იყვეთ იტყოდით, რა კარგია, რომ ეკლესიას გადასცეს ტყე და მიწები, ისინი
ხომ ამ ტყეს არ გაასხვისებენ (მინიმუმ უცხოელებზე) და ეს ტყის ფონდი ხომ ქვეყანას შეუნარჩუნდება.
ასეთი ნდობის გამოხატვით ხომ უფრო მეტს დაგვავალებდით…
მინდა ვიკითხოთ , რა მნიშვნელობა აქვს ეს ტყე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის, პატიოსან მოქალაქეებსაც მინდა ვკითხო, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო განკარგავს თუ ეკლესია იმას რაც მათი პირადი საკუთრება არაა…
თუ იტყვით რომ ეკლესია გაყიდისო ამ ქონებას, სახელმწიფო რა, რაიმე გარანტი გაქვთ რომ არ გაყიდის ?
უნებლიედ ჩნდება გონივრული ეჭვი, ალბათ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჩვენ მოვიდეთ სათავეში არაფერი დაგვრჩება ხელმოსათბობათო – ასე ვიფიქროთ ?
ავღნიშნე რომ, ზოგადათ კაცს ცოლი მიტომ მოყავს, რომ ოჯახი შექმნას, შვილები მოუვლინოს და გაუზარდოს ქვეყანას….. მაგრამ ჩნდებიან მუდამ ყველაფრით უკმაყოფილონი, რომელნიც უჩიჩინებენ ქალებს – კაცებს ცოლად მიტომ მოყავხართ, რომ საჭმელები გაკეთებინონ, გიხმარონ რათა ჭურჭელი და მათი საცვლები გარეცხინონ… და მსგავსი, არანაირი მაღალი იდეალები… სწორედ ასე მოქმედებს ეს კრებული. არავითარი იდეალები, არავითარი დაფასება, მხოლოდ ნეგატივის ძებნა, მსგასად ბუზისა, რომელიც მინდვრის ველზე მხოლოდ ნეხვს ეძებს…
მათ შემხედვარეს უკვე ევროატლანტიკური ფასეულებებზე გადახედვის სურვილი მიჩნდება..
აგერ ლგბტ-ბი მიიღეთ, ეს მათი პირადი ფუნდამენტური უფლებააო.
პირადი თავისუფლება, უმრავლესობის აზრის გაუთვალისწინებლობააო…
ამ უმრავლესობას კი არა უნდა ქონდეს ფუნდამენტური პირადი უფლება !
აგერ რად აფინანსებენ საპატრიარქოსო.. 25 მილიონი რომ გაადიდოთ 17 წლის ნამრავლით წარმოაჩენენ..
დაფიქრდით 25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 თეთრია.
არ გრცხენიათ რას გვაყვედრიან? დედა ეკლესია ქვეყანას ამაზე მეტს არ აკეთებს?
მაშინ როცა ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსტიტეტი, ინსტიტუტი, ტელევიზია 140 მილიონ ლარს ღებულობს.
თქვენ იცით ჩემი შეხედულებანი ევროპაზე, პირველად ჩვენთან ეპარქიაში ჩემი კურთხევით ჩამოყალიბდა ევრო კლუბი- სურიონი, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა არა მარტო ეცნობა, არამედ მათ შეხედულებებს ევროპისეულ ღირებულებებზე უზიარებს რაიონის ახალგაზრდობას, ჩვენი მოსწავლეები არიან ახალგაზრდა ევროპარლანამენტის წევრები, არ გავაგრძელებ მათი წარმატებების შესახებ, მინდა მხოლოდ ვთქვა, ჩვენი დედა ეკლესიისადმი მტრულად განწყობილნი ძალები , ფინანსდებიან და მათ მხარს უჭერს ევროპა და ამერიკა, ეს ძალები ასევე აქტიურად არიან ჩართული ლგპტ-ების მხარდასაჭერ ღონისძიებების ჩატარებებში და მრავალი სხვა, ხომ არ კეთდება აქედან ის დასკვნა, რომ მათ ეკლესიის ლანძღვა გინებაში მხარს უჭერს ისინი ვისგანაც სულდგმულობენ.
ეს ძალა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ გვაფიქრებინოს რომ ესაა ევროატლანტიკური ღირებულებები და ასეთ ფასეულებეს გავემიჯნოთ.
თუ დღეს ეკლესიაში არის სასულიერონი, მრევლი, რომელთაც ვიცით ევროპული ღირებულებები, ნელ ნელა გვრცხვენია თქვენს მაგიერ და ვეღარ ვცემთ პასუხს რუსულ ნარატივებს… შემდეგ გიკვირთ ეკლესიისაგან ევროპისა და ამერიკის დემონიზაცია.
უნებლიედ ფიქრობ რომ კომუნისტური მარწუხებისაგან განთავისუფლებულებმა და ეიფორიაში მყოფებმა , ალერსით გაბრუებულებმა და საკენკით მიტყუებულებმა, შეცდომით ხომ არ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა, რადგან ეს გზა ჩვენი ლანძღვა გინების, დისკრედიტიზაციის, და მომავალი თაობების ეკლესიისადმი ზიზღით აღზრდისკენაა მიმართული.
ნუ გვაფიქრებინებთ რომ თვალახელილებმა ხელახლა გადავსინჯოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი.. შევაგროვოთ ხელმოწერები და მოვითხოვოთ რეფერენდუმი გვინდა თუ არა იმ ღირებებულებით და ფასეულობებთ ცხოვრება, სადაც ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების და ოჯახობრივი სიწმიდეების უგულელყოფაა….
თქვენ, თქვენი უგუნურებით არა მარტო ეკლესიის მტრები და მოძულენი ხართ, არამედ ვისგანაც სულდგმულობთ მათიც…” – აცხადებს მეუფე ანტონი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

გიორგი ბარამიძე: “აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ”

“ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ...

“ტურბულენტობის ჟამს ზედაპირზე საზოგადოების ფსკერზე დალექილი ლექი და ჭუჭყი ამოტივტივდება, ასეთია სწორედ ეს აქაური...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქტივობებს მძიმე შეფასებებით...

“როცა მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ივიწყებს!” – შორენა ლობჟანიძე სკოლებში ჩინური ენის სწავლებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი, შორენა ლობჟანიძე ეხმიანება მმართველი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მარტო მიშა სააკაშვილის განაჩენი არ არის, ეს არის ქართველი ხალხისთვის გამოტანილი...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...