spot_img
მთავარიეს საინტერესოათბილისში ახალი კულტურული სივრცე "სკენე" იხსნება

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს გაიხსნება. მომღერალ ნინო ბაშარულის ინიციატივა ქართული კულტურის ორ უდიდეს სიმბოლოს — მუსიკასა და ღვინოს გააერთიანებს.

სიონის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ნაგებობის ქვეშ „სკენე“ თავს მოუყრის ღვინის ბარს, საკონცერტო დარბაზს, პარტნიორი კომპანიების სტენდების კუთხეს და დღის კაფეს.

120-დან 200-მდე სტუმრის მიღებაზე განსაზღვრული სივრცე ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას კულტურულ საღამოებს უმასპინძლებს.

ღვინის ბარი ქართული მეღვინეობების ავთენტური, თანამედროვე ბრენდების სახლი გახდება. პარტნიორი კომპანიები ყოველკვირეულად ჩაატარებენ დეგუსტაციებსა და მასტერკლასებს ქართული და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე.

სცენა ეროვნული მახასიათებლებისა და იდეის მატარებელ ანსამბლებსა და შემსრულებლებს დაეთმობა — მათ, ვინც ქართულ კულტურას მსოფლიოს წინაშე წარადგენენ. გახსნის ღონისძიებაზე იმღერებენ ფოლკლორული ჯგუფი „ჩვენებურები“, ლელა ნაყეური, ქალაქური კვარტეტი; მუსიკალურ ნაწილს შეავსებს ჰენდპენების ჯგუფი „ჰანგი“ და კლასიკური მუსიკის ორკესტრი. ასევე, შოუს წარადგენს ქვიშით მხატვარი ნონა გიუნაშვილი.

„სკენეს“ მიზანია, შექმნიდან ერთი წლის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურული მიზიდულობის ცენტრად გარდაიქმნას, სადაც ტურისტები, ბიზნესი და საზოგადოება თანამედროვე ქართულ ხელოვნებას ეზიარებიან.

როდესაც ამ აგურის უძველეს თაღებში მოვექეცი, მივხვდი, რომ აქ კედლები უკვე თვითონ სპექტაკლი იყო. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ თეატრი კი არ აგვეშენებინა, არამედ სივრცე აგველაპარაკებინა, რომელიც საუკუნეებია დუმს. ეს არის თითქოს თავისებური დაბრუნება საწყისებთან, „სკენესთან“, სადაც მხოლოდ შემოქმედი, სტუმარი და მათ შორის არსებული ძალიან გულწრფელი ენერგია იქნება.

აქ თავს მოიყრიან მუსიკოსები, რომლებიც საოცარ ინსტრუმენტებზე უკრავენ, როგორიცაა ჰენდპენი, ჩვენებურად ჰანგი, ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ ექსპერიმენტების; რეჟისორები, რომლებსაც აგურის ფაქტურა უფრო აინტერესებთ, ვიდრე მდიდრული დეკორაციები; ეს იქნება თავშესაფარი ადგილი მათთვის, ვისაც სურს თავისუფალი ხელოვნების შექმნა”, — ნინო ბაშარული, დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის:
თარიღი: 2026 წლის 17 აპრილი,
ადგილი: სიონის 8, “ქარვასლას” შენობის თაღებიანი დარბაზი “ღვინის მუზეუმის” გვერდით.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

კახა კალაძე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლე პენსიონერს ესტუმრა

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურად დაუცველ პენსიონერ ცისანა ბოლქვაძეს...

🐦 პორფირიონი (Porphyrio porphyrio) ლაინასებრთა ოჯახის წარმომადგენელია

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა საქართველოს ფაუნის...

“რადგან ბიძინამ დაგვტოვა მეგობრების გარეშე, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი ტიპი არსებობს…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფადი ასლის კონკრეტული დაკვირვების შედეგი: "სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირწმინდად მარცხდება” – გოჩა მირცხულავა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...