spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"სამართლიანი და ქრისტიანული არაა პატიმრობაში მყოფ მშობელთან ურთიერთობა...

“სამართლიანი და ქრისტიანული არაა პატიმრობაში მყოფ მშობელთან ურთიერთობა აუკრძალო ბავშვს” – თეონა ჭალიძე სუს-ს და მამუკა მდინარაძეს მიმართავს

წინასწარ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსებისთვის ოჯახთან, არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციის შეზღუდვას ემოციური შეფასებებით ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე და კონკრეტული განმარტებებით და შეთავაზებებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს მიმართავს:

მივმართავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მამუკა მდინარაძეს, მათ შორის, როგორც არასრულწლოვანი შვილების მამას, საქართველოში არცერთი ადამიანი არ მეგულება, რომელიც პატიმარი მშობლების არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის აკრძალვას ემხრობოდეს.

მოქმედი აკრძალვა რის გამოც თვეებია შვილების ნახვა და მათთან სატელეფონო საუბარიც კი შეზღუდული აქვთ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს არის არაჰუმანური გადაწყვეტილება და არ ემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესს.

განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან დღეებში მოგიწოდებთ ტექნიკურად უზრუნველყოთ პოლიტპატიმრების კომუნიკაცია მათ არასრულწლოვან შვილებთან, რამეთუ ეს არის მხოლოდ პოლიტიკურ ნებასა და გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული.

აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნულ აკრძალვას პრობლემურად მიიჩნევს სახალხო დამცველიც და სწორედ ამიტომ მიმდინარე წლის 11 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს.

ვიმედოვნებ უახლოეს დღეებში მოხერხდება და პატიმრობაში მყოფ ყველა პოლიტიკოსს მიეცემა შვილებთან შეხვედრის შესაძლებლობა არსებულ ვითარებაში თუნდაც გამონაკლისის სახით“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

“ბატონო ბიძინა, ტყუილად უხდით ფულს თქვენს პროპაგანდისტებს და PR სპეციალისტებს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს და...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“ნამდვილად, ჩვენ გვჭირდება ერთამანეთის დანახვა ხშირად” – ხატია დეკანოიძე

საზოგადოებასა და მთლიანად ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...