პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს ოპოზიციური არხების მიმართ:
“ოპოზიციური არხების თანამშრომლების მხრიდან სამშობლოს “გადარჩენისთვის ბრძოლაზე” წუწუნი უკიდურესად ტრაგიკომიკურია.
სამშობლოს გადარჩენისთვის არ იბრძვიან დონორების მიერ მიწოდებული დასაბლოკი და არდასაბლოკი სპიკერების სიებით, არც სატელევიზიო პოლიტიკური დღის წესრიგი იყიდება სამშობლოს გადარჩენისთვის ბრძოლაში.
ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან.
სამშობლოს წესიერი ხალხი გადავარჩენთ და არა პროფესია გაყიდული ვაჭრუკანები“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

