spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის საბოლოო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის საბოლოო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთან ერთად პირადად გაეცნო ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის საბოლოო სამუშაოებს. მერის თქმით, მთლიანად გამზირის რეაბილიტაცია სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, ატენის ქუჩიდან ავალიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, მიმდინარე წლის 25 მაისიდან 15 ივნისამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და ასფალტის საფარის ბოლო ფენა ეტაპობრივად დაიგება.

ეს არის მონაკვეთი ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე, რომელიც დროებით ჩაკეტილი იყო, რადგან მიმდინარეობდა საკომუნიკაციო ჭების თავების წამოწევა და ასფალტის ბოლო ფენის დაგებისთვის მომზადება.

დღეს, უკვე ეს სამუშაოები იწყება. ქუჩებზე, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირს უერთდება, ასფალტის ზედა ფენები მოეწყობა და სამუშაოების ბოლო ეტაპი ამ კონკრეტული მონაკვეთის დასრულება იქნება. მთავარია, ამინდი არ გაფუჭდეს. ზოგადად, ქარიც პრობლემურია, რადგან ჭავჭავაძის გამზირის ბოლო ფენების მოწყობა სპეციალური მოდიფიცირებული ასფალტით მიმდინარეობს. თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება, ორშაბათიდან ეს მონაკვეთი გაიხსნება.

მეორე მონაკვეთი, ატენის ქუჩიდან ავალიშვილის ქუჩამდე იქნება ჩაკეტილი, რადგან იქაც ანალოგიურ სამუშაოებს ვაწარმოებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების თაობაზე განცხადებას ავრცელებს დედაქალაქის მერიაც:

სარეაბილიტაციო არეალი 2.5 კილომეტრს მოიცავს. საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე ეწყობა ველობილიკიც.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შშმ პირთათვის გამზირის სრული ადაპტირება ხდება. გარე განათების ქსელი სრულად შეიცვალა, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ განთავსდა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები,“ – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...