spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"მჯერა, ჩვენი მოსახლეობა შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ...

“მჯერა, ჩვენი მოსახლეობა შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით და აუღელვებლად” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესიდა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ხუთი დღის განმავლობაში ქვეყანა იყო ერთიანი, ძლიერი, მტკიცე, ხოლო ხალხმა უდიდესი ერთსულოვნება, თანადგომა და პატივისცემა გამოიჩინა პატრიარქის მიმართ

მინდა, გამოვეხმაურო განვლილ მძიმე დღეებს, რომელიც საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს.

სულიერი მამის გარდაცვალების დღიდან, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, მიუხედავად რელიგიური თუ ეთნიკური შეხედულებებისა, გამოიჩინა უდიდესი ერთსულოვნება, თანადგომა და პატივისცემა პატრიარქის მიმართ. ხუთი დღის განმავლობაში, სამების საკათედრო ტაძრისკენ არ წყდებოდა მოქალაქეების რიგი, რომლებიც უკანასკნელ გზაზე პატივს მიაგებდნენ პატრიარქს. ხალხის ნაკადის გამო, მოგვიწია ტაძრის მიმდებარე არაერთი ქუჩის ჩაკეტვა და აიკრძალა ავტომანქანების გადაადგილება.

მიუხედავად დიდი დისკომფორტისა, ჩვენ არ მიგვიღია არცერთი შეტყობინება, რომელიც მოქალაქეთა უკმაყოფილებას გამოხატავდა. ქვეყანა იყო ერთიანი, მტკიცე და ძლიერი. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო მოსახლეობას გამოჩენილი მოთმინებისთვის, სოლიდარობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელით, მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული პატრიარქის პანაშვიდებისა და დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებში.

მადლობა ასევე ეკუთვნით სხვადასხვა რელიგიებისა და კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იდგნენ ამ მძიმე წუთებში, გაიზიარეს ჩვენი საერთო ტკივილი და საზეიმო ღონისძიებებიც კი გააუქმეს. მჯერა, ჩვენი მოსახლეობა, შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით, აუღელვებლად; ჩვენი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა იქნება ადამიანი, მისი ღირსების პატივისცემა და თანადგომა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა მოსახლეობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას მოგილოცავთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, რომელიც არა მხოლოდ რელიგიური, ეროვნული მნიშვნელობის დღესასწაულია. ძლიერი, დამოუკიდებელი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერის გარანტია. გილოცავთ, ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

იბფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...

“კლეპტოკრატიული რეჟიმი და ხალხი სხვადასხვა პოლუსზე იმყოფება და ეს ხმის მიცემაც საპროტესტო იყო” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროვიზიის კონკურსზე ქართული აუდიტორის...

“სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დაკანონდა იარლიყების აკვრა ადამიანზე, რომელსაც არ ვეთანხმებით” – ცოტნე ივანიშვილი

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირწმინდად მარცხდება” – გოჩა მირცხულავა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“რადგან ბიძინამ დაგვტოვა მეგობრების გარეშე, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...