პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვასაქართველოს მთავრობის მიზანია ეფექტური, წარმატებული, მშვიდი და დემოკრატიული...

საქართველოს მთავრობის მიზანია ეფექტური, წარმატებული, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება, ასევე განმარტა, რომ საზოგადოებაში არსებობს კითხვები, თუ როგორ მართავდა ამ 2 თვის განმავლობაში ხელისუფლება სახელმწიფოს და მთავრობა უახლოეს მომავალში პარლამენტში მივა და ამ შეკითხვებს გასცემს პასუხს. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოსახლეობას კიდევ 3 თვით შეეძლებათ გადაავადონ სესხები:

„ჩვენი მთავრობის ძირითადი მიზანი და დევიზი გახლავთ ის, რომ ეს კრიზისი გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა პირველ რიგში ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების შემდგომ წარმატების მისაღწევად. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ამ შემთხვევაში ჩვენი ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია იმაზე, როგორ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შევაფერხოთ და ვმართოთ ვირუსის განვითარების ტემპი.

ამიტომ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც გვჭირდება ჩვენ ამ შეზღუდვების შესანარჩუნებლად და ამ შეზღუდვების უფრო ეფექტურად ასამუშავებლად, რა თქმა უნდა, გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის გარეშე. ჩვენ ამ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და იმედია, გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, იქნება შენარჩუნებული.

ყველაფერთან ერთად ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი. ჩვენი მიზანი არის ეფექტური, წარმატებული, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები და ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა და საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს წარმატებული, სრულად ღია, დემოკრატიული არჩევნები.

ყველას გვესმის, რომ ქვეყანა 21 მარტიდან 22 მაისამდე ცხოვრობდა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს გარკვეულ დამატებით ვალდებულებებს, ანგარიშვალდებულებებს მთავრობის მხრიდან. ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებაში არის დაგროვილი გარკვეული შეკითხვები მთავრობის მოქმედების სხვადასხვა მიმართულებით.

საბოლოო ჯამში, ეს საკითხები ეხება კითხვებს, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას ამ 2 თვის განმავლობაში და შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, ეს განმარტებები გავაკეთოთ პარლამენტის ტრიბუნიდან. მე უკვე გავუგზავნე წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი.

მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ბიზნესოპერატორს, რომელსაც მოუწია სამწუხაროდ, თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა, უფრო ეფექტურად და შედეგიანად ითანამშრომლოს შემოსავლების სამსახურთან, ფინანსთა სამინისტროსთან, რამეთუ ამ მოქალაქეების რაოდენობა იყოს უფრო დეტალურად დაფიქსირებული და ჩვენ არ დაგვრჩეს დახმარების გარეშე არც ერთი ის მოქალაქე, რომელსაც ასეთი დახმარება სჭირდება.

ასევე მინდა დავავალო შემოსავლების სამსახურს, რომ ის მონაცემები, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ სწრაფად და ეფექტურად გაიცეს კომპენსაციები, შეგროვებული იყოს რაც შეიძლება მალე, უმოკლეს ვადებში. იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქემ, რომელსაც ასეთი დახმარება სჭირდება, ეს დახმარება მიიღონ დროულად. ამ დახმარების ფასი არის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ამ დახმარებას მოქალაქეებს ვაძლევთ დროულად.

ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური, რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს საბანკო კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით მიმართავს ბანკს ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადავადება სამი თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...