spot_img
მთავარიამინდის პროგნოზი14-16 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

14-16 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 14-16 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ:

🌦 14-15 მარტს დასავლეთ საქართველოში შედარებით სითბოს ფონზე ზოგან წვიმა და ძლიერი აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილაზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი.

🌧 ქ. თბილისში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 14-15 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება, 16 მარტს კი +9, +11 გრადუსამდე დაიკლებს.

🌪 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 14-15 მარტს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 16 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, 16 მარტს კი +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს.

🌪 დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 14 მარტს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 15-16 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 16 მარტს კი +8, +10 გრადუსამდე დაიკლებს.

🌪 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 14 მარტს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 15-16 მარტს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება, 16 მარტს კი +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს.

🌧 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

🌨 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

⛈️13 ივლისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მოსალოდნელია სეტყვაც

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია: ⛈️ 13 ივლისის დილამდე აღმოსავლეთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...