ორშაბათი, აპრილი 28, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალითუ 8 მარტის შეთანხმებაზე ფეხით გაიარა ივანიშვილმა, არჩევნებზე...

თუ 8 მარტის შეთანხმებაზე ფეხით გაიარა ივანიშვილმა, არჩევნებზე უბედურებას დაატრიალებს და მერე უკვე გვიან იქნება – გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმება, გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე ბოლომდე არ იქნება შესრულებული და სანამ შეთანხმება ბოლომდე არ შესრულდება „ევროპული საქართველო“ და მთლიანად ოპოზიციური სპექტრი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე 8 მარტის შეთანხმება არ არის ძალაში, არ არის სრულად შესრულებული და შესაბამისად „ევროპული საქართველო“ ცვლილებებს მანამდე არ დაუჭერს მხარს, სანამ შეთანხმება სრულად არ შესრულდება.

შეთანხმების სრულად შესრულება ნიშნავს პრევენციას იმისა, რომ ივანიშვილმა იგივე არჩევნები არ ჩაატაროს და უარესი არ ჩაიდინოს, რაც მეორე ტურში გააკეთა. ამიტომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ერთი მისხალის დათმობაც არ შეიძლება ამ შემთხვევაში.

იმიტომ, რომ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რა შუაშია, იყოს გიორგი რურუა, რა მოხდა? – არა! თუ ჩვენ ამ პატარას დღეს დავთმობთ, ჩვენ მივიღებთ უბედურებას არჩევნებზე, უბედურებას იმიტომ, რომ ამ ადამიანს ასეთი ენა ესმის: გამივიდა?! – გავალ თავს! ამიტომ, ხალხმა ამას უნდა შევხედოთ როგორც პრევენციას მშვიდობისთვის, პრევენციას განვითარებისთვის და პრევენციას უკეთესი მომავლისათვის, იმიტომ, რომ თუ 8 მარტის შეთანხმებაზე ასე ფეხით გაიარა ივანიშვილმა, არჩევნებზე უბედურებას დაატრიალებს და მერე უკვე გვიან იქნება.

სანამ დრო გვაქვს, უნდა ვიყოთ მტკიცედ და მტკიცედ ყოფნა ნიშნავს იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება არის ძალაში, ის უნდა შესრულდეს, და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს!“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისათვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უსამართლობა და ცინიზმია იმ ჟურნალისტის ციხეში ჯდომა, რომელმაც მიუკერძოებელი და ობიექტური მედია პლატფორმები შექმნა!”...

გამოცემების “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ პოსტს...

“სხვები რამდენს ითხოვენ და რა არის ის რაოდენობა, როცა წავლენ… და პირობებში ეძლევათ წასვლის...

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს...

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა გრძელდება – განაცხადების მიღება 31 მაისამდე იწარმოებს

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის  ფარგლებში, თბილისის მერიაში 5 მარტიდან დღემდე 1...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...