spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ბაჩიაშვილის ქეისი არის კლასიკური ნიმუში იმისა თუ როგორ...

“ბაჩიაშვილის ქეისი არის კლასიკური ნიმუში იმისა თუ როგორ მოქმედებს მაფიოზური სახელმწიფო” – მიხეილ სააკაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს, ბრალის აღიარების შემდეგ, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რის შემდეგაც მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა. აღნიშნულთან, კონკრეტული ფაქტების შეხსენებით, შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

ბაჩიაშვილის ქეისი არის კლასიკური ნიმუში იმისა თუ როგორ მოქმედებს მაფიოზური სახელმწიფო. ბაჩიაშვილი ვერ დაარწმუნეს ვერც დაჭერით, ვერც მშობლების დევნით, ვერც ცემით. სანამ მის საქმესთან დაკავშირებული ციხის უფროსის მოადგილე არ მოკლეს გარაჟში – სწორედ ეს იყო ბოლო ზარი და მიხვდა რომ სიცოცხლე ჰქონდა გადასარჩენი და ივანიშვილის დაბადების დღისთვის გააფორმა კაპიტულაცია.

მიჰგვარა ყოფილ პატრონს 600 მილიონი დოლარი საჩუქრად, რის შემდეგაც სრულიად დამცინავი ფსევდო-იურიდიული პოზიციით გაუშვეს. აქაოდა სამოქალაქო გარიგება მოხდაო, რიტაც ჩვენც გვეუბნებიან – გაუფორმეთ საქართველო ივანიშვილის ოჯახს ასე 300 წლით და სადაც გინდათ იქ წადით. ბაჩიაშვილის ამბავში ერთადერთ პოზიტივს ვხედავ, რომ მის უდანაშაულო მშობლებს თავს დაანებებენ.

მე კი მინდა ვკითხო ოპოზიციურ მედიას – როგორ მოხდა რომ ჯერ კიდევ დაჭერამდე, აქაოდა ფული აქვსო, სრული არარაობა ბაჩიაშვილი, რომელიც ეთერებში “სისხლიან 9 წელს” ხშირ-ხშირად ახსენებდა, ლამის ნელსონ მანდელას და მერაბ კოსტავას ნაზავად გამოაცხადეთ და ამით ნამდვილ მებრძოლებს და საზოგადოებას დასცინეთ? (არ ვამბობ რომ ემპათიას არ იმსახურებდა, მას შემდეგ რაც აწამეს).

მე მგონი ეს კარგი გაკვეთილია ყველასთვის. საერთოდ კი ბაჩიაშვილის საქმეზე, კრიმინალმა კიდევ ერთხელ დაამარცხა ქართული საზოგადოება“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“ყველამ იცოდა ამ აქციის ფასი და ვინც ქუჩაში გამოვიდა, გამოვიდა ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური 26 მაისს ოპოზიციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...