spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაComCom-მა სამ რადიოს მაუწყებლობის ლიცენზიის ვადა 10 წლით...

ComCom-მა სამ რადიოს მაუწყებლობის ლიცენზიის ვადა 10 წლით გაუგრძელა

კომუნიკაციების კომისიამ „რადიო ჯორჯიან თაიმსს“, „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ და „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას“ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წლით გაუგრძელა. სამივე კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას მიმართა ლიცენზიის ვადის გაგრძელების თხოვნით, რის საფუძველზეც ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აღნიშნულ რადიოებს ლიცენზიის მოქმედების ვადა 2036 წლამდე გაუგრძელა.

სალიცენზიო გადასახადმა „რადიო ჯორჯიან თაიმსისთვის“ 10692 ლარი, „რადიო ჰოლდინგ ფორტუნასთვის“ 2835 ლარი, ხოლო „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისთვის“ 6885 ლარი შეადგინა.

ლიცენზიის ვადა „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ და „რადიო ჯორჯიან თაიმსს“ 2026 წლის 25 თებერვალს, ხოლო „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას“ 2026 წლის 4 მარტს ეწურებოდათ.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...