ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეკა ხერხეულიძე ერთგვარ შედარება-მინიშნებას აკეთებს და კონკრეტულ პრეტენზიას გამოთქვამს საზოგადოების არაერთგვაროვან დამოკიდებულებაზე საქართველოსა და უცხოეთში მიმდინარე საპროტესტო აქტივობებთან დაკავშირებით:
“სამწუხაროდ, მიმდინარე დღეებმაც აჩვენა, რომ თავგანწირული ხალხის მიმართ სოლიდარობა, მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეგვიძლია.
შინ თუ ვინმე მსგავს მოიმოქმედებს, პროვოკატორს ან პროცესის დამაზიანებელს ვუწოდებთ.
ამიტომ ვართ მხოლოდ მაყურებლები და არა აქტორები.
რა სევდიანი ამბავია – ქვეყნის შიგნით, რასაც მავნებლობად ვრაცხავთ, სოლიდარობის ნიშნად, იგივე მოქმედებას უცხო ქვეყანაში ღამეებს ვუთენებთ“, – წერს ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში.

