spot_img
მთავარიანალიტიკა"ერთი სპეცოპერაცია - სამი დარტყმა: ტრამპი, ნავთობი და...

“ერთი სპეცოპერაცია – სამი დარტყმა: ტრამპი, ნავთობი და რუსეთის ეკონომიკა” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

3 იანვარს, ისტორიაში თავისი სიზუსტითა და სირთულით უპრეცენდენტო სამხედრო ოპერაციის ჩატარების შედეგად, აშშ-ის შეირაღებულმა ძალებმა დააკავეს ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, მეუღლესთან ერთად. CNN-ის ინფორმაციით მადურო ნიუ-იორკში, ბრუკლინის მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრში არის გადაყვანილი.
ვენესუელის დიქტატორს მომავალ კვირას მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ. როგორც The New York Times-ს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განუცხადა: „ძალიან ბევრი დაგეგმვა იყო და ბევრი შესანიშნავი ჯარისკაცი და ადამიანი მონაწილეობდა. ეს ბრწყინვალე ოპერაცია იყო“.

ოფიციალური ვაშინგტონის ინფორმაციით ოპერაციის დროს ამერიკულ მხარეს დანაკარგები არ მიუღია.

უნდა აღინიშნოს, რომ თავისი შესრულებით ვენესუელაში ჩატარებული ოპერაცია ნამდვილად შევა აშშ-ისა და მსოფლიოს შეიარაღებული ძალების ისტორიის სახელმძღვანელოებსა და ანალებში, როგორც პროფესიონალურად შესრულებული სამხედრო რეიდი, მაგრამ თქვენი ყურადღება გვინდა მივაპყროთ არა ამ სპეცოპერაციის დეტალებს, არამედ იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობას, რაც მსოფლიო რუქაზე აშშ-ის ამ ნაბიჯით მივიღეთ.

1. დონალდ ტრამპის რეიტინგი აშშ-ს პრეზიდენტების ისტორიულ მინიმუმზეა. მართალია ამერიკელების მხოლოდ მცირე ნაწილი აფასებს მადუროს დაკავების ოპერაციას დადებითად და ყველაფერი ეს პირდაპირი წესით ნაკლებად იმოქმედებს ტრამპის პოპულარობის აღდგენაზე. მაგრამ ერთწლიანი წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ, ვენესუელის ქეისი, ამ უკანასკნელს თუნდაც მცირე დროით ფორას მისცემს ვლადიმერ პუტინთან დიალოგის დროს, რაშიც როგორც ვიცით ბოლო პერიოდის განმავლობაში ამერიკის პრეზიდენტი საუკეთესო მხრიდან ვერ წარმოჩინდა. ამ ფაქტორმა ქვეყნის შიგნით ტრამპის იმიჯზე შესაძლოა ნამდვილად დადებითი გავლენა იქონიოს;

2. ვენესუელა მსოფლიოს ნავთობის ბაზარზე მსხვლი იმპორტიორი ქვეყანაა. თუ ასევე გავითვალისწინებთ ირანში (ასევე ნავთობის მსხვილი იმპორტიორი) მიმდინარე სახალხო მღელვარებას და ახლო მომავალში ორივე სახელმწიფოში ადგილობრივი ხელისუფლებების ცვლილების შესაძლებლობის ალბათობას, ნავთობის მიწოდება ბაზარზე უდავოდ გაიზრდება, რაც აშშ-ს სანქციების შემდეგ ერთ-ერთი ძლიერი დარტყმა იქნება რუსეთის ეკონომიკისა და ნავთობმომპოვებელი წარმოებისთვის.

რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი 2025 წლისთვის დაგეგმილი იყო ნავთობის საშუალო ფასით დაახლოებით 69.7 აშშ დოლარი ბარელზე. ამ ნიშნულის ქვემოთ – იზრდება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი და საჭირო ხდება გადასახადების ზრდა, ასევე რეზერვების გამოყენება. ამჟამად რუსული ძირითადი საექსპორტო ნავთობი Urals იყიდება საშუალოდ დაახლოებით 50.4 აშშ დოლარად ბარელზე.

თუ რუსულ ნავთობის ფასი ბარელზე ჩამოვა 40 აშშ დოლარამდე ეკონომიკური კრიზისი უფრო გაღრმავდება, რაც გამოიწვევს:

  • ბიუჯეტის კოლოსალურ დეფიციტს (2025 წლის დანაკლისმა ეხლა უკვე შეადგინა რამდენიმე ტრილიონი რუბლი);
  • რეზერვების სწრაფ ხარჯვას;
  • რუბლის მკვეთრ დევალვაციას;
  • სამხედრო ხარჯების შენარჩუნების პირობებში – სოციალური პროგრამების 50%-ით შემცირებას;
  • ნახევრად მობილიზებულ ეკონომიკას;
  • ინვესტიციების გაქრობას;
  • ინფლაციის ზრდას.

3. ვენესუელა რუსული ირაღის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი და ამავდროულად ოფიციალური მოსკოვისთვისაც და შესაბამისად პეკინისთვისაც ლათინურ ამერიკაში საიმედო ფორტპოსტი გახლდათ. ვაშინგტონის მხრიდან ვენესუელაში საკუთარი გავლენების ზრდა დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროში მის ნაციონალური ინტერესების გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ რუსეთისა და ჩინეთის გავლენების შემცირებაში აისახება. მარკო რუბიოს განცხადებით ჩემდეგი ჯერი კუბაზეც მიდგება.

საერთო ჯამში რა შეიცვლება ვენესუელის სპეცოპერაციის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელსაც ოფიციალურად დონალდ ტრამპთან ერთად ვლადიმერ პუტინი, ხოლო არაოფიციალურად სი ძინპინი უნდა მიუჯდეს. ამერიკელების პოლიტიკური არგუმენტები ოპონენტებთან მიმართებაში წონაში ერთიორად გაიზარდა. მთავარი ახლა ის არის, რომ მიღწეული წარმატების გამო დონალდ ტრამპი ეიფორიაში არ ჩავარდეს და როგორც თავად უყვარს თქმა, მის ხელთ არსებულ კარგ კარტებს სათანადო გამოყენება მისცეს.

ავტორი
ალექსი ნონიაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“შიო მესამე უკვე დაღმავალ გზაზე შემდგარ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“მე მამაჩემი თვალებში ამაყად მიყურებს იმიტომ, რომ სიკეთის და ამ ქვეყნის სიყვარულის გარდა ცხოვრებაში...

"ბატონ ირაკლი ხუსკივაძეს მინდა მივმართო - მაინტერესებს, მაშინ მაინც...

“ძალიან მარტივი ცხოვრებისეული ფორმულაა – ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი შიო III-ის არჩევიდან მეორე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...