შაბათი, აპრილი 20, 2024

საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და არც პოლიტიკური მართლმსაჯულება არსებობს, წერტილი! – გიორგი გახარია

მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შეფასებისას ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არც პოლიტიკური მართლმსაჯულებაა და არც პოლიტპატიმრები:

საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი! საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი! რაც შეეხება აღებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო სტრატეგიული პარტნიორების წინაშე,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით გააკეთა. ღია წერილში ევროპარლამენტარი მოუწოდებს მთავრობას, შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. საკითხი ეხება გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეებს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული