spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაჭიროა სისტემური, კომპლექსური, სწორი მართვა კრიზისამდე და პოსტკრიზისული...

საჭიროა სისტემური, კომპლექსური, სწორი მართვა კრიზისამდე და პოსტკრიზისული სიტუაციის დროს, უსისტემო მიდგომით შედეგს ვერ მივიღებთ – გიორგი ვაშაძე

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ. როგორც ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს ორი მნიშვნელოვანი საკითხი – ეპიდუსაფრთხოების სტანდარტები და საზღვარზე შემოსული ადამიანების ტესტირების ალგორითმი.

გიორგი ვაშაძის განცხადებით აუცილებელია საქართველომ გამოიყენოს მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილება, რადგან ჯანდაცვის სექტორში საჭიროა სისტემური, კომპლექსური, სწორი მიდგომა და პროფესიონალებთან კონსულტაციები:

ჩვენ ორშაბათს ხელისუფლებას წარვუდგინეთ საზღვრის გახსნის გეგმა, შიდა ეკონომიკის ამოქმედების გეგმა. უნდა ვთქვა გულწრფელად, ამან იმუშავა და მათ შეცვალეს თავიანთი საწყისი გეგმა.

დღეს ორ თემას განვიხილავთ: პირველი ეს არის ეპიდუსაფრთხოების სტანდარტები. ჩემთვის როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქისათვის დღემდე არ არის ცნობილი რა ეპიდუსაფრთხოების სტანდარტებით უნდა ვიმოქმედოთ დღეს ქვეყნის შიგნით. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია რა ალგორითმით ვახდენთ უცხოელების ტესტირებას? ანუ კოვიდ პასპორტის გაცემას, რომ შემოვიდნენ ჯანმრთელები და არ მოხდეს ვირუსის ხელახლა გავრცელება უცხოეთიდან შემოსული მგზავრების საშუალებით.

ჩინეთისა და სამხრეთ კორეის პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაგალითად სამხრეთ კორეამ როდესაც ქვეყნის შიგნით მოახდინა ვირუსის ლოკალიზება და მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა, საზღვრების გახსნის შემდეგ ინფიცირებულთა მატება მოხდა, რადგან არ ჰქონდათ სათანადოდ შემუშავებული ალგორითმი.

მსგავსი ტიპის დისკუსიები კონკრეტული დასვნებით არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. ვთანხმდებით, რომ უსისტემო მიდგომით შედეგს ვერასოდეს მივიღებთ. საჭიროა სისტემური, კომპლექსური, სწორი მართვა კრიზისამდე იქნება თუ პოსტკრიზისული სიტუაციის – ეს არის გამოსავალი და მიდგომა, მერე ყველაფერი ექცევა მენეჯმენტის სტანდარტებში.

ჯანდაცვის სექტორსაც სჭირდება, რომ კომპლექსურად, სწორად, სისტემურად მივუდგეთ ამ ყველაფერს, არ დავიგვიანოთ, გამოვიყენოთ საუკეთესო გამოცდილება, რაც მსოფლიოშია და რაც მთავარია ჩავრთოთ პროფესიონალები მართვაში. საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა არის კომპლექსურობა და პროფესიონალებს არ ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა პროცესში და სწორი რეკომენდაციები მიიტანონ.

სამწუხაროდ, სახელმწიფო მართვის დროს აქცენტი კეთდება პირად ერთგულებაზე და არა პროფესიონალიზმზე. – ეს დიდი შეცდომაა იმისთვის, ვინც ამ არჩევანს აკეთებს, ის არაპროფესიონალი და ერთგული მყისიერად ხდება სხვისი ერთგული, როდესაც პროცესი იცვლება, ამიტომ გვჭირდება მერიტოკრატია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს ყველა მიმართულებით,“ – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორ შევაფასოთ “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენის ფინანსური შედეგები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით? გაიზარდა...

“ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მიდის დაუნდობელი გეოპოლიტიკური ბრძოლა და მოსკოვის ეს განცხადებაც ამის გამოძახილია” – ზაალ ანჯაფარიძე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...