გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია:
🌨 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
❗️დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
❗️მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).
ინფორმაციისთვის: გამაფრთხილებელი შეტყობინება, სატელეფონო ქსელის მეშვეობით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმაც (112) – “გაცნობებთ, რომ 29-30 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისთვის“.

