spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"წარმატებები, რომელიც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში, არა მხოლოდ...

“წარმატებები, რომელიც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში, არა მხოლოდ სპორტში, შემთხვევითი არ არის – ეს არის შედეგი “ქართული ოცნების” პოლიტიკისა” – კახა კალაძე

წარმატებები, რომელიც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში, არა მხოლოდ სპორტში, შემთხვევითი არ არის – ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიებაზე – GFF Awards 2025-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღონისძიებას მერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაესწრო.

მერმა ხაზი გაუსვა მშვიდობის მნიშვნელობას ქვეყანაში ნებისმიერი სფეროს და მათ შორის, სპორტის განვითარების საქმეში.

მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ რა გაკეთდა ბოლო ათი წლის განმავლობაში ფეხბურთის მიმართულებით. მე დავიწყებდი იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ მშვიდობაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია, ვსაუბრობთ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, თუმცა ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი – „ქართული ოცნება“ ახორციელებს, მიმართულია იმისკენ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, დავიცვათ მშვიდობა, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. რატომ არის მნიშვნელოვანი მშვიდობა? მშვიდობას მოაქვს ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა; ყველა წარმატება, რაც გვქონდა ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, არა მხოლოდ ფეხბურთში, სპორტში, შემთხვევითი არ არის. შემთხვევით არაფერი ხდება. ეს არის შედეგი იმ პოლიტიკის, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ის სიხარული, რომელიც ქვეყანას ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ მოუტანა.

მინდა, ყველა სპორტსმენს, თითოეულ ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო იმ წარმატებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანეს, იმ სიხარულისთვის, რომელიც ქართველ ხალხს აჩუქეს. ყველას გვახსოვს ის შესანიშნავი წუთები, როდესაც სრულიად საქართველო თვალცრემლიანი და ბედნიერი იყო ჩვენი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრით. როგორი ბედნიერები ვიყავით, როდესაც ჯგუფიდან გავედით.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ბევრი წარმატება გვექნება მომდევნო წლების განმავლობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს, მის გუნდს, ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, რადგან სწორი მენეჯმენტით მივიღეთ ის შედეგი, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ველოდებოდით. პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე და ეს თქვენი დიდი დამსახურებაა.

მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩამოდის სათამაშოდ, ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე – როგორ გამოავლინოს თავისი საუკეთესო შესაძლებლობები. ყველა პირობაა შექმნილი როგორც ფეხბურთის ფედერაციის, ისე ზოგადად ხელისუფლების მხრიდან, რომ ფეხბურთელმა მხოლოდ ფეხბურთზე იზრუნოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს სპორტის განსაკუთრებული სიყვარულისთვის.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს განსაკუთრებული სიყვარულისთვის სპორტის და ფეხბურთის მიმართ. ეს მხარდაჭერა იგრძნობა ყველაფერში – გაკეთებულ საქმეებში, სამომავლო პროექტებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთისთვის და ზოგადად სპორტისთვის. მინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, მშვიდობა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და მთელს მსოფლიოს, კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და კიდევ ბევრი წარმატება და გამარჯვება სპორტში“, – განაცხადა თბილისის მერმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი...

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის...

“ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს და კიდევ უფრო მეტად მაბეჩავებს!” –...

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიტიკოსების მიმართ დაჩქარებულმა სასამართლო პროცესებმა და მოსალოდნელმა...

“ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია‼️ გარეთ სანქცია‼️ ალტერნატივა‼️” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...