26 დეკემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია 27 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში.
დეკემბერი, ეროვნული ვალუტისთვის, სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ძირითადად კურსის პერიოდული ცვლილებით, რყევებით და განსხვავებული დინამიკით მიმდინარეობდა, თვის ბოლოსკენ კი სახეზეა სტაბილურობის ნიშნები.
დეკემბერი, აშშ დოლართან მიმართებაში, ლარის კურსის ძირითადად დინამიური გამყარებით მიმდინარეობდა, ერთჯერადი საგრძნობი რყევით. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
23 დეკემბერი – 2.7015;
24 დეკემბერი – 2.6975;
25 დეკემბერი – 2.6970;
26 დეკემბერი – 2.6966.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც უკვე გამყარდა, 0.0007 ლარით და 1 აშშ დოლარი 27 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.6959 ლარი ეღირება.
დეკემბერში ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში ძირითადად კურსის პერიოდული ცვლილებით მიმდინარეობდა, ძირითადად გაუფასურების ტენდენციით, თუმცა ბოლო ვაჭრობებზე სიტუაცია შეიცვალა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
23 დეკემბერი – 3.1697;
24 დეკემბერი – 3.1825;
25 დეკემბერი – 3.1803;
26 დეკემბერი – 3.1777.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0030 ლარით და 27 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1747 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, განსხვავებული სიტუაციაციები იყო სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში და სახეზე იყო რყევებიც. აქვე, აღსანიშნავია, რომ ლარი, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში, გამყარდა. კერძოდ, ბოლო ვაჭრობაზე, განისაზღვრა შემდეგი კურსი (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 27 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6370 ლარი (გამყარდა 0.0112 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0628 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6404 (გამყარდა 0.0009 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5858 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0712 ლარი (გამყარდა 0.0111 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4147 ლარი (გამყარდა 0.0048 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8474 ლარი (გამყარდა 0.0016 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.0005 ლარი (გამყარდა 0.0030 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.4344 ლარი (გამყარდა 0.0186 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7236 ლარი (გამყარდა 0.0052 ლარით).
დეკემბერი, რუსულ რუბლთან მიმართებაში ლარის დინამიური გაუფასურებით დაიწყო, რამდენიმე დღეში კი სიტუაცია შეიცვალა და ლარმა, მცირე რყევებით, თუმცა უკვე დინამიური გამყარება დაიწყო, თუმცა თვის შუა რიცხვებიდან, რყევები ისევ გაუფასურებისკენ წავიდა. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში კი შემდეგი კურსი განისაზღვრა:
23 დეკემბერი – 3.4107;
24 დეკემბერი – 3.4401;
25 დეკემბერი – 3.4395;
26 დეკემბერი – 3.4686.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0321 ლარით და 27 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4365 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

