spot_img
მთავარიტრაგიკული ფაქტებისაქართველოში კორონავირუსით, თანმხლები მძიმე დაავადებებით, 45 წლის ქალი...

საქართველოში კორონავირუსით, თანმხლები მძიმე დაავადებებით, 45 წლის ქალი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მეათე პაციენტი, 45 წლის ქალბატონი, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი პაციენტს კოვიდ-19-თან ერთად აღენიშნებოდა თანმხლები მძიმე დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ორმხრივი პნევმონია და სხვა. მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა. პაციენტი 29 მარტს იყო გადაყვანილი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან:

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 45 წლის ქალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, თანმხლები მძიმე დაავადებების შედეგად, გარდაიცვალა.

პაციენტი, სამხედრო ჰოსპიტალში, ვირუსული ინფექციის ნიშნებით, 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოიყვანეს. ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად, მას COVID-19 დაუდასტურდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე.

პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „ დაბურული მინის“ ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით. თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების გართულებით, ექიმების მცდელობის და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,” – აღნიშნულია გორის სამხედრო ჰოსპიტალის განცხადებაში.

Stopcov.ge– ის ბოლო მონაცემების მიხედვით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 623;
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 288;
გარდაცვლილი – 10;
ამჟამად კარანტინის რეჟიმში – 4702;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 459 ადამიანი;
ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ” –...

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...