სამშაბათი, აპრილი 29, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის...

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას არაერთგვაროვანი დამოკიდებულებით შეხვდა საქართველოს პოლიტიკური სპექტრი. ოპოზიცია აღნიშნულ ფაქტს თუ უკრაინის შიდა საქმედ მიიჩნევს და პოზიტიურადაც კი მიიჩნევს, სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, კონსულტაციებისთვის უკრაინიდან ელჩის გამოწვევაც კი დაანონსა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

როგორც მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, საბჭოში, სადაც იგი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა, შედის უკრაინის მმართველი ელიტა:

ამ საბჭოში შედის უკრაინის პრეზიდენტი, უკრაინის პრემიერ მინისტრი, უკრაინის პარლამენტის თავჯდომარე, ყველა ფრაქციის ლიდერი,
ეროვნული ბანკის თავჯდომარე, ყველა მინისტრი და ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი ბიზნეს გაერთიანების ხელმძღვანელი,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.

მკვეთრად ნეგატიური იყო საქართველოს საგარეო უწყების გამოხმაურება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რაც მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გაახმოვანა:

სააკაშვილისთვის თავდაპირველად შეთავაზებული თანამდებობის დონის დაწევა და მისი დანიშვნა, ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ცხადყოფს უკრაინის პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების სკეპტიკურ დამოკიდებულებას მისი პერსონის მიმართ. ამავდროულად, ჩვენი აზრით, გათვალისწინებული იქნა საქართველოს, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციაც.

მიუხედავად იმისა, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონ თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში, კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე, რაც საჭიროა ელჩთან შემდგომი ნაბიჯების დაგეგმისთვის და ეს გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი.

მიუხედავად ამ დასანანი გადაწყვეტილებისა, ბუნებრივია, და მე ამას განსაკუთრებულად ვუსვამ ხაზს, შემდგომ ნაბიჯად, ჩვენ რა თქმა უნდა არ განვიხილავთ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორების გადახედვას, რაც არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრულ სულისკვეთებას, ჩვენს საერთო სწრაფვას და მიზნებს,”- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ვამაყობ ჩვენი პარტიით და მისი არამხოლოდ სახელოვანი წარსულით, არამედ განსაკუთრებით დღევანდელი ბრძოლით” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებულად პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

ელისო კილაძე: “ჩემი მოკრძალებული რჩევაა, ახალ ფორმატზე იფიქრეთ!”

"ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობის ახალი...

“2011-2012 წლების ბორენკას ხომ არ გულისხმობს?!” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმიანება

მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში, "ღამის კურიერში"...

“რეალური დაკვირვების აკრძალვას ასე არ გაგიტარებენ და ვერც ეს “ღია წერილი” გიშველით” – ანა...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს ცენტრალური საარჩევნო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...