პარასკევი, აპრილი 19, 2024

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას არაერთგვაროვანი დამოკიდებულებით შეხვდა საქართველოს პოლიტიკური სპექტრი. ოპოზიცია აღნიშნულ ფაქტს თუ უკრაინის შიდა საქმედ მიიჩნევს და პოზიტიურადაც კი მიიჩნევს, სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, კონსულტაციებისთვის უკრაინიდან ელჩის გამოწვევაც კი დაანონსა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

როგორც მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, საბჭოში, სადაც იგი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა, შედის უკრაინის მმართველი ელიტა:

ამ საბჭოში შედის უკრაინის პრეზიდენტი, უკრაინის პრემიერ მინისტრი, უკრაინის პარლამენტის თავჯდომარე, ყველა ფრაქციის ლიდერი,
ეროვნული ბანკის თავჯდომარე, ყველა მინისტრი და ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი ბიზნეს გაერთიანების ხელმძღვანელი,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.

მკვეთრად ნეგატიური იყო საქართველოს საგარეო უწყების გამოხმაურება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რაც მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გაახმოვანა:

სააკაშვილისთვის თავდაპირველად შეთავაზებული თანამდებობის დონის დაწევა და მისი დანიშვნა, ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ცხადყოფს უკრაინის პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების სკეპტიკურ დამოკიდებულებას მისი პერსონის მიმართ. ამავდროულად, ჩვენი აზრით, გათვალისწინებული იქნა საქართველოს, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციაც.

მიუხედავად იმისა, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონ თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში, კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე, რაც საჭიროა ელჩთან შემდგომი ნაბიჯების დაგეგმისთვის და ეს გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი.

მიუხედავად ამ დასანანი გადაწყვეტილებისა, ბუნებრივია, და მე ამას განსაკუთრებულად ვუსვამ ხაზს, შემდგომ ნაბიჯად, ჩვენ რა თქმა უნდა არ განვიხილავთ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორების გადახედვას, რაც არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრულ სულისკვეთებას, ჩვენს საერთო სწრაფვას და მიზნებს,”- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული