მიხეილ სააკაშვილი გულისტკივილით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ კახა ბენდუქიძის და ბუბა კიკაბიძის ქუჩები არის კიევის ცენტრში და არაა საქართველოში:
“კიევის ცენტრში არის ჩემი უახლოესი მეგობრების და დიდი ქართველების, კახა ბენდუქიძის და ბუბა კიკაბიძის ქუჩები, საქართველოში არა.
ქართულ ეროვნულ მეხსიერებას ინახავენ ქართველების ნაცვლად უკრაინელები – ნამდვილად დიდი ერია.
ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ვაფასებთ ჩვენს დიდ მოღვაწეებს. ბუბა კიკაბიძე იყო უმაღლესი კლასის შემოქმედი და ინტელექტუალი და თითქოს ყველას დაავიწყდა.
ძალიან პატარა ჯგუფს აქვს გაცნობიერებული კახა ბენდუქიძის გენიალურობა, ის ქოცებმა ანტიგმირად აქციეს, ვინაიდან სრული ანტიპოდი იყო ივანიშვილის“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

