spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები"დიდი სურათის ვერდანახვით ან შეგნებული დაბლარვით, ბევრად უფრო...

“დიდი სურათის ვერდანახვით ან შეგნებული დაბლარვით, ბევრად უფრო ვშორდებით გამარჯვებას და ვეფლობით ჭაობში” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, ქვეყნის ისტორიიდან ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტულ პარალელებს ავლებს დღევანდელ რეალობასთან:

ჩვენი საზოგადოების მთავარი პრობლემა – ის, რაც წარმატებაში, გამარჯვებაში და უბრალოდ კაი ცხოვრებაში გვიშლის ხელს – მეხსიერების ჰიგიენის არქონაა.

როგორც ილია ჭავჭავაძე წერდა 1878 წელს, “არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა, ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა.” ანუ იმდენად “მამული, ენა, სარწმუნება” კი არაო (რაც 1861 წელს, 24 წლისამ დაწერა), არამედ ისტორიის საერთო განცდა გვაქცევს ერადო.

სწორედ ამიტომ ხდება ჩვენი ისტორია და ჩვენი კოლექტიური მეხსიერება ამდენი შეტევის სამიზნე. ზოგი ამას შეგნებულად და ორგანიზებულად, ნაჯახით, ტლანქად აკეთებს (როგორც რუსქოცები, განათლების “რეფორმით” ან წულუკიანის კომისია – ომის საქართველოსთვის დაბრალებით). ზოგიც უფრო ელეგანტურად – საკუთარი ახლომხედველობისა თუ მერკანტილური მოლოდინებით გაკეთებული არჩევანის (და შემდგომი წლების დუმილის) გასამართლებლად.

შედეგი ერთია: ბოროტსა და კეთილს შორის ტოლობის ნიშნის დასმით – “ყველა ერთნაირია” უსინდისობის ძახილით – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანისა და დამღუპველის ვერგარჩევით – დიდი სურათის ვერდანახვით ან შეგნებული დაბლარვით – ბევრად უფრო ვშორდებით გამარჯვებას და ვეფლობით ჭაობში.

“რატომ ვერ ვცვლით ხელისუფლებას?” – მათ შორის იმიტომ, რომ მეხსიერების ჰიგიენა არ გვაქვს და დაუსრულებლად ვცდილობთ “მექოციარავარ” ტიპის ქოცური ნარატივების გაცოცხლებას“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...