შაბათი, აპრილი 20, 2024

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ნეგატიური გავლენა იქონია ბიზნეს სექტორზე და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა კერძო სექტორი – კახა კალაძე

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა ეკონომიკურ მდგომარეობაზე, კორონავირუსის პანდემიის გამო, გამოწვეულ ნეგატიურ გავლენაზე ისაუბრა. აღნიშნული პრობლემების გათვალისწინებით კახა კალაძე მხარდაჭერას უცხადებს ბიზნეს სექტორს:

ყველასთვის ცნობილია, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ საკმაოდ ნეგატიური გავლენა იქონია ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და ამ მხრივ არც ჩვენი დედაქალაქია გამონაკლისი.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში, არსებული სურათი სამწუხაროდ გაუარესდა, თავის მხრივ ამ ყველაფერმა ნეგატიური გავლენა იქონია ბიზნეს სექტორზე და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა კერძო სექტორი.

მუნიციპალიტეტი და მთლიანად სახელმწიფო, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გვერდში დაუდგეს ბიზნეს სექტორს, გვერდში დაუდგეს იმ კომპანიებს, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობაში არიან ჩართულები და მინდა იცოდნენ, მარტო არ დარჩებიან ამ რთულ სიტუაციაში.

როგორც მუნიციპალიტეტის მხრიდან, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ერთად გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან,” – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული