საქართველოში საპროტესტო აქციების დროს, შსს-ს მიერ მომწამვლელი გაზის სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით (რაც BBC-ს მიერ მომზადებულ მასალაშია ინფორმაციებად/ფაქტებად წარმოდგენილი), მწვავე, მძიმე პოზიციას აფიქსირებს ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
“ცუგრუმელა ქოცებს მინდა ვუთხარა, აი ცხოვრება რომ ეიოლებათ და ებედნიერებათ სტაბილური ქოცური სალაფავის ხარჯზე და ყველაფერს რომ ჭყლოპინით აპრავებენ:
ქოცი ისტორიაში შევა, როგორც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამომყენებელი. თქვენ ყველა კი ამაზე ხელისმომწერები ხართ დღეის ამას იქით.
იგრძენით განსხვავება და დამიჯერეთ, არ გიღირთ ეგ ორი გროში, ივანიშვილი რომ გიგდებთ. მორჩა თქვენი ინფანტილური კუნტრუში. ტვინი გაანძრიეთ!” – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

