სამშაბათი, დეკემბერი 2, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები, მოვუწოდებთ სანდო საერთაშორისო...

“ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები, მოვუწოდებთ სანდო საერთაშორისო ინსტიტუტებს, ჩაატარონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, პასუხიმგებელ პირთა ვინაობა და აღიკვეთოს მსგავსი ნივთიერებების შემდგომი გამოყენება” – 8 ოპოზიციური პარტიის განცხადება

BBC-ს მიერ მომზადებულ მასალაში, საქართველოში საპროტესტო აქციების დროს, შსს-ს მხრიდან მომწამვლელი გაზის სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ ინფორმაციებს/ფაქტებს, პოლიტიკური შეფასებებით და დასავლელი პარტნიორებისადმი მიმართვით, ეხმაურება 8 პოლიტიკური პარტია:

ბიბისის მიერ ჩატარებულმა ბოლო გამოძიებამ წარმოადგინა სერიოზული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ქართული ოცნების არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ 2024 წელს მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევისას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა.

დადასტურების შემთხვევაში, ეს ფაქტი წარმოადგენს საერთაშორისო ნორმების, ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებისა და საქართველოს საერთაშორისო კონვენციებისადმი ერთგულების უმძიმეს დარღვევას.

ქვეყანაში, სადაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთ პოლიტიკურ პარტიას ემორჩილება, მიუკერძოებელი შიდა გამოძიება ვერ ჩატარდება. რასაკვირველია, ავტორიტარული, არალეგიტიმური ხელისუფლება გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი მოიწვევას არ გეგმავს – მაშინ, როცა მსგავსი ბრალდების პირობებში, ნებისმიერი ანგარიშვალდებული ხელისუფლება სწორედ ასე მოიქცეოდა.

ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები, მოვუწოდებთ სანდო საერთაშორისო ინსტიტუტებს, ჩაატარონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, პასუხიმგებელ პირთა ვინაობა და აღიკვეთოს მსგავსი ნივთიერებების შემდგომი გამოყენება.

ამასთან, მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განიხილონ დროებითი შეზღუდვების დაწესება იმ სპეციალურ აღჭურვილობასა და საშუალებებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო ნორმების დარღვევით და მოქალაქეების წინააღმდეგ. “ქართული ოცნებისთვის” მსგავსი შეზღუდვის დაწესება პრევენციული ნაბიჯი იქნება და მნიშვნელოვნად შეამცირებს ადამიანის უფლებების მორიგი უხეში დარღვევის რისკს.

დემოკრატიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჩვენ უკვე ვაგროვებთ და ვამუშავებთ ყველა შესაბამის ინფორმაციას, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტებს გადაეგზავნება.

ჩვენი საერთო მიზანი ნათელია: რეჟიმის ცვლილებამდე აიცილოს თავიდან ამგვარი ნივთიერებების ნებისმიერი შემდგომი გამოყენება, იმ შემთხვევაში, თუ ბიბისის გამოძიების დასკვნები დამოუკიდებლად დადასტურდება.

სრული და ცხადი სურათის მიღებამდე, აუცილებელია ძლიერი, კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება. მკაფიო და მტკიცე საგარეო ზეწოლა უზრუნველყოფს, რომ რეჟიმმა სრულად გააცნობიეროს შედეგები იმ ქმედებებზე, რითაც საფრთხეს უქმნის მის მოქალაქეებს.“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ხელმომწერი პარტიები:
“ახალი”
“გირჩი – მეტი თავისუფლება”
“დროა”
“ევროპული საქართველო”
“ეროვნულ დემოკრატიული პარტია”
“თავისუფლების მოედანი”
“სტრატეგია აღმაშენებელი”
“ფედერალისტები”

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევრობასკეტზე პირველად რომ გავედით, მაშინ შერმადინი მე მეფიცებოდა სიყვარულს” – მიხეილ სააკაშვილი

27 ნოემბერს, საკალათბურთე კარიერის დასრულებისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებაზე, ნაკრების...

“ეს არის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ყაჩაღობა. არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს...

დედაქალაქის მერის განცხადებით, მას მოლოდინი არ აქვს, რომ „ქართული...

“ქართული ოცნების” მიერ გატარებული უალტერნატივო საგარეო პოლიტიკის შედეგად შევინარჩუნეთ მშვიდობა, რამაც შესაძლებელი გახადა მსოფლიოში...

„ურთულესი გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში, სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული...

“არასწორი იყო კონსტიტუციაში ძალით რომ ჩაგაწერინებენ რამეს, უნდა ფიქრობდე, რომ წინ რაღაცა აქვთ –...

ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ქადაგების დროს მრევლთან საუბრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს” – ლევან სანიკიძე

"ძლიერი საქართველო ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავების ფაქტს...

“ნაცების კი არა, ხალხის გეშინიათ აქციაზე, ჩინურო ქოცებო😃🙈” – ელისო კილაძე

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მონაწილეობა 28...