სამშაბათი, დეკემბერი 2, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რეჟიმებს ჰყავთ საპროტესტო მოძრაობაში შემოგზავნილი პროვოკატორები" - მიხეილ...

“რეჟიმებს ჰყავთ საპროტესტო მოძრაობაში შემოგზავნილი პროვოკატორები” – მიხეილ სააკაშვილი

4 ოქტომბრის მოვლენებისა და სასამართლოს კანცელარიაში ალეკო ელისაშილის შეღწევის თაობაზე პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, გასული საუკუნის ისტორიიდან, კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს მიხეილ სააკაშვილი და მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს:

ვიღაცას შეიძლება მართლა არ ასვენებს რეიხსტაგის გადამწველი ვან დერ ლიუბეს აჩრდილი. მაშინ ნაცისტებმა დადგეს სპექტაკლი, შეიტყუეს ჰოლანდიელი კომუნისტი ვან დერ ლიუბი დაცვისგან მთლიანად დაცლილ რეიხსტაგში და საშუალება მისცეს შეუფერხებლად გაეჩინა ცეცხლი. შემდეგ კი ტერორიზმის ბრალდებით დააპატიმრეს უამრავი ოპონენტი, მათ შორის გიორგი დიმიტროვი, ააგორეს რეპრესიების დიდი ტალღა. აქაც იგივე სპექტაკლის სუნი მცემს.

დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სხვაგან მსგავს სიტუაციებში, რეჟიმებს ჰყავთ საპროტესტო მოძრაობაში შემოგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ნებისმიერ საქმეზე არიან წამსვლელი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უტყუარი მტკიცებულებების გარეშე ხელაღებით ვერავის დავადებ ხელს. ასევე შესაძლებელია რომ ვიღაც სპეციალურად ყურზე აჯდეს ადამიანს და უბიძგებდეს კონკრეტული საქციელისკენ, ესეც სპეცსამსახურების ძალიან გავრცელებული მეთოდია.

კადრები ვნახე და რა ვქნა, ძალიან ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, სადაც ყველას თავისი როლი აქვს. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ ჭამს. ისევე როგორც, აღარ ყლაპავს, უკვე 4 ოქტომბრის ღობის გადატრიალებას.

ადრე თუ გვიან ყველაფერი გაირკვევა და ამასობაში ბრძოლას ვაგრძელებთ, ფართოდ ვშლით და ვამძაფრებთ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმი გაიფხრიწება ნაკერავზე” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს,...

“ნაცების კი არა, ხალხის გეშინიათ აქციაზე, ჩინურო ქოცებო😃🙈” – ელისო კილაძე

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მონაწილეობა 28...

“ქართული ოცნების” მიერ გატარებული უალტერნატივო საგარეო პოლიტიკის შედეგად შევინარჩუნეთ მშვიდობა, რამაც შესაძლებელი გახადა მსოფლიოში...

„ურთულესი გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში, სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს” – ლევან სანიკიძე

"ძლიერი საქართველო ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავების ფაქტს...

“ნაცების კი არა, ხალხის გეშინიათ აქციაზე, ჩინურო ქოცებო😃🙈” – ელისო კილაძე

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მონაწილეობა 28...