სამშაბათი, დეკემბერი 2, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს"...

“მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს” – ლევან სანიკიძე

“ძლიერი საქართველო ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავების ფაქტს მრავალმხრივი შეფასებებით ეხმაურება და კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე:

რაც ალეკო ელისაშვილს თავს ხდება ტრაგიკულია.

მეორეხარისხოვანია რა პოზიცია გვქონდა რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მისი მდგომარეობა ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას.
ორი ვერსიაა:

1. სასოწარკვეთის იმ დონეზე მივიდა, რომ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ამბობს (ძალიან ეჭვი მეპარება);
2. სხვადასხვა იძულების, ან შურისძიების ფორმის მსხვერპლია, ან ორივე ერთად.

რა სცენარითაც არ უნდა განვითარებულიყო ეს ამბავი, ვითარება მაინც საგანგაშოა.

ასეთ დროს უაპელაციოდ დაიჯერო რეჟიმის მიერ შემოთავაზებული ვერსიის ცოტა უცნაურია – შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებში ნაჩვენები ელისაშვილი და მის სახეზე არსებული სისხლჩაქცევები ამ საქმეში სახელმწიფოს “სისუფთავის” სურნელს ნამდვილად არ ტოვებს.

კაცი 1 თვის წინ ბოიკოტს ეძახდა ურადიკალურეს გზას და ახლა სასამართლოს ცეცხლს უკიდებს? ლოგიკაში საერთოდ არ ჯდება.

მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს. გასაჭირში ჩავარდნილ კაცს და მის ოჯახს, შვილებს დამატებით წიხლის მიყოლება არ სჭირდებათ.

ფაქტია, სიგიჟეში ვცხოვრობთ და ყველა ჯანსაღ მოქალაქეს ნორმალური ცხოვრება გვენატრება“, – წერს ლევან სანიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ერთი წელია თუ სული გეხუთება უსამართლობისგან, არჩევნებზე რას გარბიხარ თბილისის გამოსაგლეჯად?!” – ელისო კილაძე...

კოალიცია "ძლიერი საქართველო ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიერ...

“რუსთაველზე შლეგები კი არა – შეყვარებულები დგანან. რუსთაველზე ნესტანისთვის მებრძოლი ტარიელები და ავთანდილები დგანან”...

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ემოციურ შეფასებას ახდენს სამოქალაქო...

“ცივილიზებულ სამყაროს აჩვენებს, თითქოს ფსკერის მიღმა უკულტურო, უწიგნური, უმორალო, კორუმპირებული ხალხი ვართ” – გია...

ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე, "ქართული ოცნების"...

“არასწორი იყო კონსტიტუციაში ძალით რომ ჩაგაწერინებენ რამეს, უნდა ფიქრობდე, რომ წინ რაღაცა აქვთ –...

ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ქადაგების დროს მრევლთან საუბრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს” – ლევან სანიკიძე

"ძლიერი საქართველო ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავების ფაქტს...

“ნაცების კი არა, ხალხის გეშინიათ აქციაზე, ჩინურო ქოცებო😃🙈” – ელისო კილაძე

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მონაწილეობა 28...