სამშაბათი, დეკემბერი 2, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს"...

“მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს” – ლევან სანიკიძე

“ძლიერი საქართველო ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავების ფაქტს მრავალმხრივი შეფასებებით ეხმაურება და კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე:

რაც ალეკო ელისაშვილს თავს ხდება ტრაგიკულია.

მეორეხარისხოვანია რა პოზიცია გვქონდა რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მისი მდგომარეობა ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას.
ორი ვერსიაა:

1. სასოწარკვეთის იმ დონეზე მივიდა, რომ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ამბობს (ძალიან ეჭვი მეპარება);
2. სხვადასხვა იძულების, ან შურისძიების ფორმის მსხვერპლია, ან ორივე ერთად.

რა სცენარითაც არ უნდა განვითარებულიყო ეს ამბავი, ვითარება მაინც საგანგაშოა.

ასეთ დროს უაპელაციოდ დაიჯერო რეჟიმის მიერ შემოთავაზებული ვერსიის ცოტა უცნაურია – შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებში ნაჩვენები ელისაშვილი და მის სახეზე არსებული სისხლჩაქცევები ამ საქმეში სახელმწიფოს “სისუფთავის” სურნელს ნამდვილად არ ტოვებს.

კაცი 1 თვის წინ ბოიკოტს ეძახდა ურადიკალურეს გზას და ახლა სასამართლოს ცეცხლს უკიდებს? ლოგიკაში საერთოდ არ ჯდება.

მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს. გასაჭირში ჩავარდნილ კაცს და მის ოჯახს, შვილებს დამატებით წიხლის მიყოლება არ სჭირდებათ.

ფაქტია, სიგიჟეში ვცხოვრობთ და ყველა ჯანსაღ მოქალაქეს ნორმალური ცხოვრება გვენატრება“, – წერს ლევან სანიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ორგანიზაცია ეს არის ცოცხალი ორგანიზმი – კომუნიკაცია ადამიანებს შორის არ შეიძლება იყოს გაუგებარი” –...

ტრენერი, ლაშა დარბაისელი სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში საუბრობს ორგანიზაციული კომუნიკაციის...

“ხოდა შევე*ი ყველა იმ წამს, როცა შენ “გბალეშიკობდით” – ზაზა ბიბილაშვილი გიორგი შერმადინს

საკალათბურთე კარიერის დასრულებისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებაზე, ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა...

“ოცნებას” ყველაზე მეტად ემიგრანტები და პენსიონერები სძულს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს” – ლევან სანიკიძე

"ძლიერი საქართველო ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავების ფაქტს...

“ნაცების კი არა, ხალხის გეშინიათ აქციაზე, ჩინურო ქოცებო😃🙈” – ელისო კილაძე

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მონაწილეობა 28...