spot_img
მთავარისხვადასხვა"ჩვენ ვდგავართ ერთად, რომ ერთმანეთს და მთელ მსოფლიოს...

“ჩვენ ვდგავართ ერთად, რომ ერთმანეთს და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაგონოთ, საქართველო არასდროს დაბრუნდება რუსულ ორბიტაზე, საქართველოს ეროვნული არჩევანი არის ევროკავშირი!” – ნანა ტოხვაძე

დღეს, 28 ნოემბერს, თბილისში, საპროტესტო მსვლელობა, აქცია გაიმართა. პარლამენტის წინ სიტყვით გამოვიდნენ პოლიტიკური პარტიის ლიდერები, აქტივისტები, საზოგადოების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებს, საზოგადოებას სიტყვით მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ბაბა ტოხვაძემ:

მოგესალმებით საქართველოს მცველებო!

ერთი წლისთავზე ჩვენ ისევ აქ ვართ. ჩვენ აქ ვარ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რეჟიმმა დაატყვევა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ შეეგუენ უსამართლობას. მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაემორჩილენ რეჟიმის მითითებებს. მხოლოდ იმიტომ, რომ უყვართ ეს ქვეყანა. მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს დემოკრატია, ევროპული მომავალი და თავისუფლება ჩვენს კისერზეა – ამ ბრძოლამ ჩვენს მხრებზე უნდა გადაიაროს.

ერთი წლისთავზე ჩვენ აქ ვართ იმ ემიგრანტებისთვის, რომლებსაც ხმის უფლებას ართმევენ იმ მოტივით, რომ მათ დაუკარგოს სამშობლოს განცდა, რასაც რუსული რეჟიმი ვერ ეღირსება.

ჩვენ ვდგავართ ერთად, რადგან ერთმანეთს და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაგონოთ: საქართველო არასოდეს დაბრუნდება რუსულ ორბიტაზე! საქართველოს ცივილიზაციური და ეროვნული არჩევანი არის ევროკავშირი, ევროპული მომავალი. ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი უკავშირდება სწორედ დემოკრატიულ, თავისუფალ განვითარებას.

ერთი წლისთავზე უფრო მეტი მიზეზი გვაქვს რომ დავდგეთ აქ, ერთად და რაც მთავარია, ჩვენს მოქალაქეებს, ყველა გულშემატკივარს ვუთხრათ, რომ არ ვნებდებით – რეჟიმის რეპრესიების, წამებების თუ ბევრი სხვა დიქტატორული მეთოდის მიუხედავად ჩვენ აქ ვართ და ვიქნებით ბოლომდე! იქამდე, სანამ საქართველო არ გაიმარჯვებს! სანამ თითოეული თქვენგანის სახეზე გამარჯვების სიხარული არ იქნება! და ვიდრე რეჟიმს არ მოუწევს, გატეხილმა, კუდამოძუებულმა დატოვოს ეს ქვეყანა.

გამარჯვება ხალხშია! ძალა ერთობაშია!” – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...