სამშაბათი, დეკემბერი 2, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიბათუმი მესამე საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს უმასპინძლებს

ბათუმი მესამე საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს უმასპინძლებს

30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე, ბათუმში მესამე საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი „გასტრო ბათუმი“ ჩატარდება. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა იქნება „ზღვის პროდუქტების ახალი შესაძლებლობები, თევზეულის ტრადიციები და შავი ზღვის იდენტობა“. ფორუმის ფარგლებში მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები სარანგეთიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან ცნობილ ქართველ შეფებთან და ექსპერტებთან ერთად თევზის როლზე, შავი ზღვის გემოებსა და გასტრონომიაში თანამედროვე მიდგომებზე ისაუბრებენ. ფორუმის მეორე და მესამე დღე კულინარიულ მასტერკლასებს დაეთმობა, რომელსაც მოწვეული შეფები გაუძღვებიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გასტრო ფორუმს რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტრონო ქსელებში დანერგვის მიზნით ატარებს.

წელს, „გასტრო ბათუმის“ მთავარი სპიკერები მიშლენის ვარკვლავის მფლობელი რესტორნების შეფები და რესტორატორებია. მათ შორისაა გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტი ვიტორიო კასტელანი, მიშლენის ვარკვლავოსანი შეფები ვასკო კოელიო სანტესი, ჟულიენ ჰენოტი, ასევე საფრანგეთის კულინარიისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლესი სკოლის „FERRANDI Paris“ შეფ ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი, ამავე სკოლის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლოს კალიარდი და თევზის დამუშავების მსოფლიოს დონის სპეციალისტი არნაუდ ვანჰემი. ადგილობრივ სპიკერებს შორის იქნებიან გურამ ბაღდოშვილი, ირაკლი თოდაძე, ეკატერინე ნინიძე, გიორგი ნინუა და ქეთი კვიჭიძე.

1-2 დეკემბერს, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები ადგილობრივი მზარეულებისთვის ჩაატარებენ თევზეულისა და ზღვის პროდუქტების მასტერკლასებს. ფორუმის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთვებიან მასტერკლასებში, პანელურ დისკუსიებში, თემატურ დეგუსტაციებში და სამუშაო შეხვედრებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს შავი ზღვის აკვაკულტურის განვითარების შესაძლებლობებს, ადგილობრივი თევზეულის პოპულარიზაციას და მის გამოყენებას თანამედროვე მდგრად გასტრონომიაში. ფორუმის ფარგლებში ასევე იგეგმება ვიდეორეცეპტების მომზადებაც. მათი ნახვა მსურველებს serviceajara.ge-ზე შეეძლებათ. ფორუმზე დასწრება ადგილობრივ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეუძლია.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს” – ლევან სანიკიძე

"ძლიერი საქართველო ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავების ფაქტს...

“ნაცების კი არა, ხალხის გეშინიათ აქციაზე, ჩინურო ქოცებო😃🙈” – ელისო კილაძე

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მონაწილეობა 28...