პარასკევი, ნოემბერი 28, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დიდი აჟიოტაჟია ატეხილი საქართველოში 6,5 მილიარდიან არაბულ ინვესტიციასთან...

“დიდი აჟიოტაჟია ატეხილი საქართველოში 6,5 მილიარდიან არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით” – ნანა კაკაბაძე

ე.წ. “არაბული ინვესტიციების” თუ “არაბული ქალაქების” თემას, სოციალურ ქსელში, პუნქტობრივი შეკითხვა-მინიშნებებით ეხმაურება “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” თანადამფუძნებელი, ნანა კაპანაძე:

არაბული ქალაქები“ საქართველოში – მითი თუ რეალობა?

დიდი აჟიოტაჟია ატეხილი საქართველოში 6,5 მილიარდიან არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით – „იყიდება ქართული მიწები“, „იწყება არაბიზაცია“, „მრავლდება მეჩეთები“, „ირღვევა დემოგრაფიული ბალანსი“, „რა პასუხს გავცემთ წინაპრებს!“, „ინვესტიცია კი არა, არაბების ჩამოსახლების პროგრამაა“, „ქუდზე კაცი წინაპრების სისხლით მორწყული ქართული მიწის დასაცავად!“ და ა. შ. და ა. შ.

ჩვენ არ ვაპირეთ ამ შემთხვევაში ხელისუფლების პოზიციის დაცვას ან გამეორებას, გვინდა მხოლოდ დავსვათ ის კითხვები, რომლებიც ნებისმიერ საღად მოაზროვნე პატრიოტ ქართველს შეიძლება გაუჩნდეს.

1. იცით თუ არა, რომ აღნიშნული კომპანია რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ახორციელებს წარმატებულ დეველოპერულ პროექტებს, რომლებსაც დიდი ეკონომოკური მოგება მოაქვს ორივე მხარისთვის?

2. იცით თუ არა, რომ არსად ამ ქვეყნებში არ დამდგარა არაბიზაციის პრობლემა?

3. იცით თუ არა, რომ იგივე ისლამოფობიის მიზეზით მხოლოდ მონტენეგროში ჰქონდა ადგილი წინააღმდეგობას ამ კომპანიის პროექტების მიმართ და რატომ გვგონია, რომ მხოლოდ მონტენეგროში ცხოვრობენ პატრიოტი მოქალაქეები, ხოლო ათეულობით სხვა ქვეყანა სულ მოღალატეებითაა დასახლებული?

4. იცით თუ არა, რომ ჰოლივუდის ნახევარზე მეტი სწორედ არაბული ინვესტიციებითაა აშენებული?

5. იცით თუ არა, რომ არაბული ინვესტიციებით აშენებულ არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა არაებების მასობრივი ჩასახლება?

6. იცით თუ არა, რომ მდიდარი და კეთილდღეობით ცნობილი ქვეყნებიდან ღარიბ ან საშუალო დონის ქვეყნებში მასობრივი ჩასახლება არ ხდება?

7. იცით თუ არა, რომ ქართველები სამუშაოდ და თუნდაც საცხოვრებლად საქართველოზე მაღალი კეთილდღეობის ქვეყნებში მიდიან და არა პირიქით?

8. იცით თუ არა, რომ ნებისმიერი ინვესტორი მხოლოდ მოგებაზე თვლის საკუთარ ინვესტიციას და თუ პარალელურად ადგილობრივი ქვეყნის ბიუჯეტიც მნიშვნელოვან მოგებას ნახავს, ეს მხოლოდ მისასალმებელია?

9. იცით თუ არა, რომ საქართველოში ბინადრობის და მით უმეტეს, მოქალაქეობის უფლებას არ იძლევა დეველოპერული კომპანიის საქმიანობა, ხოლო ის ვინც ძვირადღირებულ ბინებს თუ ოფისებს ფლობს, ის უზარმაზარ ქონების გადასახადს იხდის ბიუჯეტში?

10. და ბოლოს, იცით თუ არა, რომ სურვილის შემთხვევაში, ყოველგვარი მილიარდიანი ინვესტიციისა და დეველოპერული კომპანოების გარეშე ნებისმიერ შეძლებულ არაბს (თურქს, ირანელს, ევრუპელს თუ ამერიკელს) შეუძლია შეიძინოს საქართველოში უძრავი ქონება და თუ აქ მასობრივი ჩამოსახლება უნდათ, რაში სჭირდებათ მილიარდობით ქონების ჩადება?

თუ ამ კითხვებს საკუთარ თავს დაუსვამს ნებისმიერი გონიერი ქართველი, ის აღარ აღმოჩნდება ხელოვნურად გაღვივებული ისლამოფობიის ტყვეობაში და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის კეთიდღეობის განვითარების პერსპექტივიდან შეხედავდა მოვლენებს“, – წერს ნანა კაკაბაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნაძირალა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გამყიდველი, მოღალატეთა ხროვა ხართ” – დავით ქაცარავა მმართველ პარტიას

საჯარაო სექტორის თანამშრომლებთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დეპუტატ მარიამ ლაშხის...

“ყველა ხელისუფლებას მოუწია დათმობა! თქვენც მოგიწევთ!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მმართველ გუნდს კონკრეტული...

“მინდა ყველამ გააცნობიეროს, რომ ვისაც ოპო ტელემედიაში აქტიურად ეძახიან, ყველა ბუნჩულაა ავტოკრატიისთვის” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი...

“არც ნაცი არც ქოცი” არის ივანიშვილის სასარგებლო იდიოტების მთავარი ლოზუნგი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებაში გავრცელებულ კონკრეტულ პოზიციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენი სიბეცის გამო, ყველას წაგვართვით ამ ქვეყანაში ცხოვრების, ან სამშობლოში დაბრუნების უფლება😡” – ეკა...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე  ცალკეულ პირებს...

“ამ ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს” – მიხეილ...

მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძის და მათი შვილის, ალისას საუბარს...

“ნაცების კი არა, ხალხის გეშინიათ აქციაზე, ჩინურო ქოცებო😃🙈” – ელისო კილაძე

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მონაწილეობა 28...

“ბატონო შალვა, თქვენ არ ამბობდით, რომ ევროპა ქრისტიანულ ფასეულობებს დაშორდა, რომ ასეთი ევროპა თქვენთვის...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის ვატიკანში ვიზიტთან დაკავშირებით, ანალიტიკოსი ლელა...