სამშაბათი, დეკემბერი 2, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოაComCom-ის მედიალაბმა "იდეადრომი" მეთერთმეტედ გამოაცხადა

ComCom-ის მედიალაბმა “იდეადრომი” მეთერთმეტედ გამოაცხადა

ComCom-ის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეთერთმეტედ გამოაცხადა. კონკურსი აქსელერაციის ერთკვირიან პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ახალბედა ციფრული მეწარმეების აღმოჩენას, მათი იდეების დახვეწასა და პროდუქტად გარდაქმნაში ხელშეწყობას ემსახურება. „იდეადრომში“ მონაწილეობა შეუძლიათ სტარტაპერებს, რომლებიც ციფრული კომუნიკაციის, AI-ს, კიბერუსაფრთხოების, ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით მუშაობენ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გუნდი მაქსიმუმ სამი სრულწლოვანი მონაწილისგან უნდა შედგებოდეს. მიღებული განცხადებების საფუძველზე შეირჩევა 5 გუნდი, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში დარგის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ინტენსიურ სასწავლო პროგრამას გაივლიან და იდეების დახვეწას შეეცდებიან. ერთი კვირის განმავლობაში სტარტაპერები გაეცნობიან და შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: იდეის შემოწმება, პროტოტიპის შექმნა, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბება, გუნდის მართვა, იდეის ეფექტიანად წარდგენა და სტარტაპის მართვისთვის აუცილებელი ფინანსური თუ იურიდიული საკითხები.

პროგრამა მონაწილეებს მისცემს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ  უნარებს, რომლებიც რეალურ ბიზნეს გარემოში სტარტაპის წარმატებისთვის გადამწყვეტია. ინტენსიური სამუშაო კვირის დასასრულს გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც 10 000 ლარიან საპრიზო ფონდს გაინაწილებენ.

იდეადრომში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და მოამზადონ 1  წუთიანი ვიდეოპრეზენტაცია თავიანთი იდეის ან პროდუქტის შესახებ. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 დეკემბერი, ხოლო ტრენინგები 15-20 დეკემბრის პერიოდში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „იდეადრომი“ უკვე 10-ჯერ, წარმატებით ჩატარდა, ხოლო კონკურსის არაერთმა გამარჯვებულმა საკუთარი პროდუქტის გატანა საერთაშორისო ბაზარზეც შეძლო.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ორგანიზაცია ეს არის ცოცხალი ორგანიზმი – კომუნიკაცია ადამიანებს შორის არ შეიძლება იყოს გაუგებარი” –...

ტრენერი, ლაშა დარბაისელი სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში საუბრობს ორგანიზაციული კომუნიკაციის...

ComCom-მა “მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში” გამარჯვებული სკოლები მედიალაბორატორიით დააჯილდოვა

კომუნიკაციების კომისიამ მასწავლებლებისა და მეორედ გამოცხადებულ „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ გამარჯვებულად...

ურთხელი, უთხოვარი (Taxus Baccata)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო მორიგი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს ფლორის...

ComCom-მა უფასო და ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ანალიზი გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს” – ლევან სანიკიძე

"ძლიერი საქართველო ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავების ფაქტს...

“ნაცების კი არა, ხალხის გეშინიათ აქციაზე, ჩინურო ქოცებო😃🙈” – ელისო კილაძე

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მონაწილეობა 28...