ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საქართველოში არსებული კორუფციის შესახებ წერს:
“ესე იგი, საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთი არგუმენტი ქონდა, როცა ამტკიცებდა ჩვენ უკრაინაზე და მოლოდვაზე წინ ვართო: იქ კორუფცია ყვავის, ჩვენთან კი არაო.
ჰოდა, ეს არგუმენტი თავად ჩამოამხეს, იმდენი ვინმე დაიჭირეს უკვე კორუფციაზე და იმდენი ჯერ არ დაიჭირეს.
აღმოჩნდა, რომ პრემიერიდან დაწყებული, მინისტრებით გაგრძელებული და მათი მოადგილეებით დამთავრებული, 13 წელი ყველა იპარავდა ამ ქვეყანაში“, – წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

