საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მიმართ დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციებს ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
“ოპოზიციის მორალური დაცემის (უკვე სათვალავიც აღარ აქვს) კიდევ ერთი მაგალითი – ჩვენი საფეხბურთო ნაკრების მარცხზე ქილიკი და პოლიტიკური ქულების დაწერის უბადრუკი მცდელობა.
ეს არის არაქართული ცნობიერების მქონე ხალხის გამოხდომები.
არ უნდა შევუშალოთ ხელი მორალურ თვითგანადგურებაში“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

