ვანო სხირტლაძის დაკავების ოქმში მითითებულ ჩანაწერთან დაკავშირებით მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:
“დაკავების მიზეზი იყო სახის მიმდებარედ ჭყვიტინი” – ეს არის ჩანაწერი დაკავების ოქმში.
ამაზე მეტი რა უნდა დამართო პოლიციას?!
ეს ჩანაწერი ვერდიქტია, რომელითაც “ქართულმა ოცნებამ” პოლიციის ინსტიტუტის სრულ განადგურებას ხელი მოაწერა.
ასე გამოიყურება რეალობაში ბიძინას “ფერმა”. იდეაში გიორგობის მოლოცვა მინდოდა, მაგრამ ფერმაში ალბათ სხვა დღესასწაულები უნდა გვქონდეს“, – აცხადებს ლელა ჯეჯელავა.
ინფორმაციისთვის: ვანო სხირტლაძე ჭყვიტინა სათამაშო მამლით, პროტესტს გამოხატავდა პოლიციის კორდონთან.

