ვანო სხირტლაძის დაკავების ფაქტს, კონკრეტული შეფასება-შედარებით, ეხმაურება აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი:
“როცა სათამაშო ქათამი უფრო დიდი საფრთხეა ქვეყნისთვის, ვიდრე კორუფცია, რუსეთის მონობა და სამშობლოს ღალატი…“, – წერს ანი ნადარეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
ინფორმაციისთვის: ვანო სხირტლაძე ჭყვიტინა სათამაშო მამლით, პროტესტს გამოხატავდა პოლიციის კორდონთან.

