საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს მმართველი პარტიის მხრიდან მოსალოდნელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და მიანიშნებს, რომ ქართველებს სისხლში აქვთ პროტესტი:
“შემდეგს, აუცილებლად, ძალიან მალე მიიღებენ რუსულ კანონს “ექსტრემიზმის” შესახებ და FB პოსტისთვის დაიწყებენ ხალხის დაჭერას.
აი მაგალითად დღეს, რომ ვიღაც სოციალურ ქსელებში მიტინგზე მოსვლისკენ მოუწოდებს, ხვალ ამაზე დაიჭერენ. ამავე კანონის საფუძველზე მოხურავენ ტელევიზიებს.
მე ვეთანხმები გიგა ზედანიას – ქართველების დნმ იმით განსხვავდება რუსებისგან რომ ჩვენ პროტესტი სისხლში გვაქვს და რაც მეტად მოუჭერენ ჭანჭიკებს მით მალე დავიძვრენთ თავს მარწუხებიდან.
ხშირად მიფიქრია თუ რატომ აუვარდათ მაინცდამაინც ახლა თავში ამათ ამდენად.
პასუხი მარტივია – ბევრი რუსული ფულია, იმდენად დიდძალი ფული შემოვიდა რუსეთიდან გასათეთრებლად (იგივე “არაბული” ინვესტიციაც ამაში გადის), რომ გადაწყვიტეს ყველაფერი გაუვათ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

