spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 22-24 ნოემბრის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 22-24 ნოემბრის პერიოდისთვის

21 ნოემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 22 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში.

ნოემბერი, ეროვნული ვალუტისთვის, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებით, ძირითადად კურსის პერიოდული ცვლილებით მიმდინარეობს, თვის შუა რიცხვებიდან კი დაიწყო დინამიური გამყარება, რაც უმრავლეს შეთხვევაში ბოლო ვაჭრობამდე გაგრძელდა.

ნოემბერი, აშშ დოლართან მიმართებით, ლარის კურსის დინამიური გამყარებით დაიწყო, შუა თვისკენ კი იყო ერთჯერადი საგრძნობი გაუფასურება, თუმცა შემდეგ სახეზეა ისევ გამყარების პერიოდი. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:

18 ნოემბერი – 2.7080;
19 ნოემბერი – 2.7078;
20 ნოემბერი – 2.7073;
21 ნოემბერი – 2.7067.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0005 ლარით და 1 აშშ დოლარი 22 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.7062 ლარი ეღირება.

ნოემბერში ლარის კურსი ევროსთან მიმართებით ძირითადად კურსის პერიოდული ცვლილებით მიმდინარეობს, თვის შუა რიცხვებიდან კი დაიწყო დინამიური გამყარება. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

18 ნოემბერი – 3.1424;
19 ნოემბერი – 3.1367;
20 ნოემბერი – 3.1342;
21 ნოემბერი – 3.1203
.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0030 ლარით და 22 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1173 ლარი ეღირება.

გასულ კვირაში, ძირითადად ანალოგიური სიტუაციაში იყო სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში, ბოლო კვირაში, უმრავლეს შემთხვევაში, დაფიქსირდა კურსის დინამიური გამყარება. კერძოდ, ბოლო ვაჭრობაზე, განისაზღვრა შემდეგი კურსი (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 22 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5340 ლარი (გამყარდა 0.0061 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0638 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6401 (გამყარდა 0.0019 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5917 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0899 ლარი (გამყარდა 0.0052 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3588 ლარი (გაუფასურდა 0.0019 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8057 ლარი (გაუფასურდა 0.0013 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.0240 ლარი (გამყარდა 0.0273 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.2245 ლარი (გამყარდა 0.0811 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7264 ლარი (გაუფასურდა 0.0059 ლარით).

ოქტომბრის ბოლოდან, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ლარმა დაიწყო გამყარება-დასტაბილურება, რაც ნოემბრის შუა პერიოდამდე გაგრძელდა თუმცა შემდეგ სახეზეა დინამიური გაუფასურება. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

18 ნოემბერი – 3.3332;
19 ნოემბერი – 3.3394;
20 ნოემბერი – 3.3534;
21 ნოემბერი – 3.3723
.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0527 ლარით და 22 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4250 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 18-20 ივლისის პერიოდისთვის

17 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...