ორშაბათი, ნოემბერი 24, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს რომ მშვიდობა გვაქვს, მხოლოდ მისი დამსახურებაა!" -...

“დღეს რომ მშვიდობა გვაქვს, მხოლოდ მისი დამსახურებაა!” – დიმიტრი სამხარაძე ბიძინა ივანიშვილზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი (დიტო) სამხარაძე, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ემოციურ შეფასებებს აკეთებს:

ქველმოქმედებაში უფრო მეტს ხარჯავთ, ვიდრე საკუთარი ოჯახის წევრებისთვისო! ეს მიწერეს ერისკაცს ოფიციალური წერილით, გლობალური ომის პარტიის კუთვნილებაში მყოფმა ბანკის მმართველებმა, პირდაპირი შანტაჟი იყო!

არ დაგიყადაღებთ თანხებს, თუ ომში ჩართავთ საქართველოსო, საკუთარ ხალხს გაწირავ და ქართულ სახელმწიფოს გაანადგურებო! პასუხი რომ მიიღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, საქართველო რომ არ გაიყიდებოდა, მერე მათი ნაყიდი ევროპელი კორუმპირებული ჩინოვნიკები გამოაგორეს და საქართველოს მომავლით დაგვიწყეს ვაჭრობა!

წარმოუდგენელი იყო მათთვის ერისკაცის უარი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც კაპიკებში ჰყავდათ და ჰყავთ აქაური აგენტურა, ოპოზიციური მანქურთი ლიდერები ნაყიდი!

ყველაფერი ქნეს და ვერაფერი დაგვაკლეს, ვერც დაგვაკლებენ ქართველებს. უბრალოდ თითოეულმა ჩვენთაგანმა, ჩვენს თავზე წარმოვიდგინოთ, როგორია დაუპირისპირდე ისეთ ძალებს, რომლებმაც 140 მილიონიან და 40 მილიონიან ქვეყნებს ერთმანეთში ომი დააწყებინა! დაუპირისპირდე ძალას, რომელიც ლამის დედამიწის მთავარი ბიზნესების დიდი ნაწილის მფლობელია!

ქართველმა კაცმა, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა, შეძლო, დაუპირისპირდა და დღეს რომ მშვიდობა გვაქვს, მხოლოდ მისი დამსახურებაა!

მოვა დრო და მათი შთამომავლებიც, რომლებიც დღეს მშვიდობიან საქართველოში აქციებზე ყრიან, დაუფასებენ ერისკაცს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, საქართველოს გადარჩენას! მადლობა მას ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის და მშვიდობიანი საქართველოსთვის!” – წერს დიმიტრი სამხარაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს ხმებს გვართმევენ, ხვალ საქართველოს წართმევას შეეცდებიან” – ნანა სურმანიძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, ემიგრაციაში მყოფი ნანა სურმანიძე მწვავე შეფასებებს...

“კალაძეს ნაკრების ყარაულობა აქვს ჩაბარებული და რამე “ნიტო” რომ მოხდეს, სწორედ მას დააჭრის ბიძინა...

ჟურნალისტი ვახო სანაია კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს თბილისის მერ კახა...

“რამდენი შანსი მისცა ბიძინამ ქოცს, რომ საკუთარ თავში სულ ცოტა ღირსება აღმოეჩინა” – ზაზა...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს,...

მიხეილ ყაველაშვილმა 49 პირი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მედიასთან ურთიერთობის განყოფილება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლაშა ფარულავა: “კახის თავს ყულფი ნელ-ნელა ვიწროვდება”

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“კალაძეს ნაკრების ყარაულობა აქვს ჩაბარებული და რამე “ნიტო” რომ მოხდეს, სწორედ მას დააჭრის ბიძინა...

ჟურნალისტი ვახო სანაია კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს თბილისის მერ კახა...

“ასე იცის არასწორ ტ*კოში ტენვამ” – ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი გახარიაზე

საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენას,...