შაბათი, ნოემბერი 22, 2025
3.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ახალგაზრდამ უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში, ის...

“ამ ახალგაზრდამ უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში, ის მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს” – კახა კალაძე ლუკა ძაძამიაზე

კახა კალაძე მედიასთან ლუკა ძაძამიას მიერ საკრებულოს დატოვებას გამოეხმაურა.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული მისი პირადი გადაწყვეტილებაა.

ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ამ ახალგაზრდა ადამიანმა უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში. ის აპირებს, მუშაობა კერძო სექტორში განაგრძოს. ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. გუშინ გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, თავად გააკეთებს განმარტებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მედიის კითხვას, ძაძამიას წასვლა ხომ არ უკავშირდება წარსულში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებში მის მონაწილეობას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ შეუცდომელი არავინაა, მან აღნიშნულ ქმედებაზე განმარტებები გააკეთა და ამას მის წასვლასთან კავშირი არ აქვს.

ყველას გვეშლება ცხოვრებაში, ის ახალგაზრდაა, მან გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, რომ დაუშვა შეცდომა. მის აწმყოზე ყველაფერი გასაგები იყო, მომავლზე – თვითონ ისაუბრებს. არანაირი პრეტენზიები მის მიმართ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან არ ყოფილა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პატიმარ ბიჭებსაც გაამხნევებდათ ნაკრების მხარდაჭერა🙏” – ელისო კილაძე

ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებთან მარცხის შემდეგ თანამემამულეებს, სოციალურრ ქსელში, ფეხბურთის...

“ფეხბურთი ეროვნული ენერგიის გამოხატულებაა და როდესაც ერს უპირისპირდები, იქ ენერგიაც იკარგება და რჩება მხოლოდ...

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან მიმართებაში დაწყებულ დისკუსიას...

ლაშა ბუღაძე: “იცით, რატომ დაიჭირეს 9 შვილის დედა კიდევ ერთხელ? იმიტომ რომ…”

ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე ფილოლოგის, მასწავლებლის, ლექტორის, 9...

“კალაძეს ნაკრების ყარაულობა აქვს ჩაბარებული და რამე “ნიტო” რომ მოხდეს, სწორედ მას დააჭრის ბიძინა...

ჟურნალისტი ვახო სანაია კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს თბილისის მერ კახა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლაშა ფარულავა: “კახის თავს ყულფი ნელ-ნელა ვიწროვდება”

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“კალაძეს ნაკრების ყარაულობა აქვს ჩაბარებული და რამე “ნიტო” რომ მოხდეს, სწორედ მას დააჭრის ბიძინა...

ჟურნალისტი ვახო სანაია კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს თბილისის მერ კახა...

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“ასე იცის არასწორ ტ*კოში ტენვამ” – ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი გახარიაზე

საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენას,...