შაბათი, ნოემბერი 22, 2025
3.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტურიზმიაჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ესპანეთში 40-მდე საქმიანი შეხვედრა გამართა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ესპანეთში 40-მდე საქმიანი შეხვედრა გამართა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ესპანეთში, საქმიანი ტურიზმის უმსხვილეს გამოფენაში „IBTM World 2025“ მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში ბათუმის, როგორც საქმიანი ტურიზმის მიმზიდველი მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, უწყების მენეჯმენტი შეხვედრებს მართავს ტურისტული ბიზნესის, ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. საქმიანი შეხვედრებისას ბათუმში საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები, არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა და ბიზნეს ტურიზმის განვითარების პოტენციალი განიხილეს. სამი დღის განმავლობაში დეპარტამენტის მენეჯმენტმა 40-მდე საქმიანი შეხვედრა გამართა.

ბარსელონას ტურისტულ გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობს. გამოფენაზე 150 ქვეყნის 2 500-ზე მეტი ორგანიზაციაა წარმოდგენილი. „IBTM World 2025“ 18 ნოემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად ეწევა რეგიონის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში. მიმდინარე წელს, უწყებამ რეგიონის ტურისტული პროდუქტები 20-ზე მეტ მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა, როგორც ევროპის ისე აზიის მიმართულებით.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლაშა ფარულავა: “კახის თავს ყულფი ნელ-ნელა ვიწროვდება”

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“კალაძეს ნაკრების ყარაულობა აქვს ჩაბარებული და რამე “ნიტო” რომ მოხდეს, სწორედ მას დააჭრის ბიძინა...

ჟურნალისტი ვახო სანაია კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს თბილისის მერ კახა...

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“ძველ ბიჭებს” ზონდერობა რომ არ “უტყდებათ” იმ ქვეყანაში, ციხიდან გამოტანილმა მაცივარმა და ტელევიზორმა როგორ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული კონკრეტული პირების პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ციხიდან...