ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გრძელდება შანტაჟი და მუქარა საქართველოსთან მიმართებით" - კახა...

“გრძელდება შანტაჟი და მუქარა საქართველოსთან მიმართებით” – კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის ახალ წესებზე

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი.

როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის იმ რიტორიკის გაგრძელება, რაც ევროკავშირს ბოლო წლებში საქართველოს მიმართ აქვს.

გრძელდება შანტაჟი, მუქარა. არაერთი განცხადება მოვისმინეთ საქართველოსთან დაკავშირებით. ეს შემოტევები არის იმ რიტორიკის გაგრძელება, რაც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ბოლო წლების განმავლობაში ხდება.

ზოგადად არაფორმალური მმართველობის შესახებ, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, ყველამ კარგად ვიცით. ამაზე თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც საუბრობდა, რომ, პირველ რიგში, არაფორმალურ მმართველობას დაამარცხებდა. თუმცა, ჯერ მსგავსი არაფერი ხდება და ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადაგმულა. ვნახოთ მომავალში რა იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თქვენ, გუშინ გამოჩეკილო პარტიულებო, ჩემზე მეტად გიყვართ და გტკივათ???” – ლიკა გამრეკელი

ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ლიკა გამრეკელი,...

“ზოგიერთი აქაური “ექსპერტის” წიაღსვლები საოცარიც არის, სასაცილოც და ამავე დროს სამწუხაროც” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტში კონკრეტულ პოზიციებს...

“როცა ვიძახი, რომ რუსული რეჟიმი სამართლიან სასამართლოში უნდა გასამართლდეს და პოლიტიკური შურისძიების აღქმაც კი...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...