spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილი ვეღარ გამოძვრება ამ ხაფანგიდან, გამორიცხულია" - ნინო...

“ივანიშვილი ვეღარ გამოძვრება ამ ხაფანგიდან, გამორიცხულია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასია”-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი “მეგობარი აქტის” მიმართ ხელისუფლებისა და მისი ოპონენტების დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას და აშშ-ს გეოპოლიტიკურ ინტერესზე ხაზგასმის პარალელურად ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის მოსალოდნელ მარცხზე მიანიშნებს:

მეგობარი აქტზე:

ივანიშვილმა მეტისმეტად გაზვიადებულად შეაფასა მისი როლი და დიდი რესურსები დახარჯა მის შეფერხებაზე. რეჟიმის ოპონენტებმაც ცოტა გააზვიადეს ამ აქტის როლი და მეტისმტად დიდი იმედები დაამყარეს.

სინამდვილეში მეგობარი აქტის გარეშეც ნებისმიერ დღეს შეუძლია ტრამპის ადმინისტრაციას, სახელმწიფო დეპარტამენტს, ხაზინას ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომ ადგილზე გააქვავოს ივანიშვილის ბანდა. ეს დღე სავარაუდოდ მალე მოვა, თუ მიმდინარე პროცესებს დავუკვირდებით. ანუ მას შემდეგ, რაც მოსაზრებები იმის შესახებ, რომ აშშ–სთვის მნიშვნელოვან რეგიონში ანტიამერიკული რეჟიმი საფრთხეს უქმნის ამერიკულ ინტერესებს, შტატების ოფიციალურ პოლიტიკად იქცევა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დრო დადგება.

ივანიშვილი ვეღარ გამოძვრება ამ ხაფანგიდან. გამორიცხულია. და რაც მთავარია, ამერიკული ინტერესები ჩვენს რეგიონში სრულად თანხვედრაშია საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებთან.

მხოლოდ შტატები და მისი ინტერესები ამ რეგიონში შეიძლება იყოს ახლო მომავალში საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობის, განვითარების და უსაფრთხოების გარანტია. უბრალოდ ამ ყველაფერში ივანიშვილის ადგილი არ არის. ზედმეტია. ხელს გვიშლის საქართველოს და ამერიკას რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ. ამისთვის მიიღებს კიდევაც პასუხს მეგობარი აქტით თუ მეგობარი აქტის გარეშე“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

“შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, გინდ სიტყვიერი იყოს, გინდ ფიზიკური” – კახა კალაძე

„ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა,...

“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა” –...

ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ უგულავას გარდაცვალების ფაქტს ემოციურად ეხმაურება და...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...