ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოაComCom-მა რადიოებს განვითარებისთვის ახალი გეგმა წარუდგინა

ComCom-მა რადიოებს განვითარებისთვის ახალი გეგმა წარუდგინა

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს წამყვან კერძო FM რადიო მაუწყებლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც კერძო რადიო მაუწყებლობის ლიცენზირების პროცესის გამარტივების შესახებ ComCom-ის ინიციატივის წარდგენასა და მის განხილვას ემსახურებოდა. აღნიშნული რადიო მაუწყებლებისთვის მეტად მოქნილი პირობების შექმნას და ინვესტიციების დაზოგვას ისახავს მიზნად.

კერძოდ, ინიციატივა ითვალისწინებს მაუწყებლობის ზონების რაოდენობის 15-დან 28-მდე გაზრდას, მათ შორის, კახეთის, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის ზონების დაყოფას სამ, ხოლო იმერეთის — ხუთ ზონად. მოცემული ცვლილება შეამცირებს თითოეული ზონის ტერიტორიას და მაუწყებლებისთვის საინვესტიციო ხარჯების დაზოგვას შეუწყობს ხელს.

ამასთან, კომუნიკაციების კომისია უფრო მოქნილს გახდის მოთხოვნებს გადამცემების რაოდენობის, მდებარეობისა და ტექნიკური პარამეტრების მიმართ, რაც რადიო მაუწყებლებს საშუალებას მისცემს, გადამცემების შეძენისა და განთავსების მათთვის ოპტიმალური ვარიანტი შეარჩიონ.

საგულისხმოა, რომ 2021 წელს, რადიო მაუწყებლობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ მნიშვნელოვნად შეცვალა კერძო FM რადიო მაუწყებლების ლიცენზირების წესები: შემუშავდა რადიო მაუწყებლების კონკურსის ჩატარების სტრატეგია და განისაზღვრა ადგილობრივი მაუწყებლობის თხუთმეტი გეოგრაფიული ზონა. თითოეული ზონისთვის კომისიამ დაადგინა მაუწყებლობის ტექნიკური პირობები, როგორიცაა გადამცემების რაოდენობა, მდებარეობა და მათი ტექნიკური პარამეტრები, რომლებიც რადიო მაუწყებლებს უნდა დაეცვათ.

თუმცა, სამაუწყებლო ბაზრის შეფასებამ აჩვენა, რომ რადიო მაუწყებლების უმეტესობას გაუჭირდებოდა ლიცენზირების კონკურსის პირობებით განსაზღვრული სავალდებულო ინვესტიციის განხორციელება, რაც ლიცენზირების პირობების შეუსრულებლობის მიზეზით მაუწყებლობის შეწყვეტას გამოიწვევდა.

რადიო მაუწყებლებისგან მიღებული უკუკავშირის შესწავლის შემდეგ, კომუნიკაციების კომისია ლიცენზირების პროცესის გამარტივების მიზნით, ფორმალურ პროცედურებს დაიწყებს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...