spot_img
მთავარიანალიტიკატელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 85%-ით გაიზარდა

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 85%-ით გაიზარდა

2025 წლის III კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 73.6%-ით გაიზარდა და 31.4 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში კი, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 85%-ით გაიზარდა და 29.5 მილიონი ლარი შეადგინა.

ტელემაუწყებლებისთვის 2025 წლის III კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 88.6%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 6.7% – სპონსორობამ, ხოლო 4.6% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2025 წლის III კვარტალში კვლავ „ტელეიმედს“ ჰქონდა, რომლის შემოსავალიც, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8.8 მილიონი ლარით გაიზარდა და 14.4 მილიონი ლარი შეადგინა. 4.6 მილიონი ლარით გაიზარდა „რუსთავი 2“-ის (მედია ჰოლდინგი) კომერციული შემოსავალი და ჯამურად 6.7 მილიონი ლარი შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.5 მილიონი ლარით გაიზარდა „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შემოსავალიც და 2.1 მილიონ ლარს გაუტოლდა. რაც შეეხება „პოსტვ“-ის, მისი შემოსავალი ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა და 1.9 მილიონი ლარი შეადგინა. 0.1 მილიონი ლარით გაიზარდა „ტელეკომპანია პირველის“ კომერციული სარეკლამო შემოსავალი, რომელიც 2025 წლის III კვარტალში 1.3 მილიონი ლარი იყო. 1 მილიონ ლარს გაუტოლდა „ბი ემ ჯი“-ს შემოსავალი, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.2 მილიონი ლარით მეტია. უცვლელი დარჩა ტელეკომპანია „ფორმულას“ კომერციული შემოსავალი, რომელმაც 0.8 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება „პალიტრანიუსს“, მისი შემოსავალი ორჯერ გაიზარდა და 0.2 მილიონი ლარი შეადგინა. 0.3 მილიონი ლარით შემცირდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შემოსავალი, რომელიც მიმდინარე წლის III კვარტალში 0.2 მილიონ ლარს გაუტოლდა. „სილქნეტის“ შემთხვევაში კი კომერციული შემოსავალი არ შეცვლილა და კვლავ 0.2 მილიონი ლარი იყო.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, რადიოების მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი 12%-ით შემცირდა და 2025 წლის III კვარტალში 1.9 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 88.5% პირდაპირ რეკლამას, ხოლო 11.2% სპონსორობას ეკავა.

შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

2026 წლის 1 მაისიდან 2 ივლისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 5.2 ათასი ტონა მოცვი, 34.2...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით: 2026 წლის 1...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...