14 ნოემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია 15 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში.
ოქტომბერი, ეროვნული ვალუტისთვის, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ძირითადად გამყარება-დასტაბილურებით დაიწყო, თუმცა თვის შუა პერიოდიდან სახეზე იყო დინამიური რყევები, რაც თვის ბოლომდე გრძელდება, რიგ შემთხვევაში ლარის გაუფასურებით, უმრავლეს შემთხვევაში კი გამყარების ნიშნებით, ნოემბერიც სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში განსხვავებულად დაიწყო:
ოქტომბერი, აშშ დოლართან მიმართებაში, ლარის გამყარება-დასტაბილურებით დაიწყო, რაც გარკვეული პერიოდი გაგრძელდა, თვის ბოლოსკენ სახეზე იყო დინამიური გაუფასურება და რყევები, ნოემბერი ლარის სტაბილური გამყარებით დაიწყო, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
11 ნოემბერი – 2.7065;
12 ნოემბერი – 2.7064;
13 ნოემბერი – 2.7059;
14 ნოემბერი – 2.7091.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0006 ლარით და 1 აშშ დოლარი 15 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.7085 ლარი ეღირება.
ოქტომბერში ლარის კურსის მეტნაკლებად ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც, თვის შუა პერიოდიდან სახეზე იყო დინამიური რყევები, თვის ბოლოსკენ და ნოემბრის დასაწყისში კი ლარი გარკვეული პერიოდი გამყარდა, თუმცა შემდეგ დაიწყო გაუფასურება, ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
11 ნოემბერი – 3.1203;
12 ნოემბერი – 3.1321;
13 ნოემბერი – 3.1310;
14 ნოემბერი – 3.1461.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, თუმცა ძალიან უმნიშვნელოდ – 0.0001 ლარით და 15 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1462 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, სხვადასხვაგვარი სიტუაცია იყო ცალკეული ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – დაფიქსირდა როგორც გაუფასურება, ასევე გამყარება – უმრავლეს შემთხვევაში. კერძოდ, ბოლო ვაჭრობაზე, განისაზღვრა შემდეგი კურსი (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 15 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5606 ლარი (გამყარდა 0.0027 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0640 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6438 (უცვლელი დარჩა);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5930 ლარი (გამყარდა 0.0004 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0879 ლარი (გაუფასურდა 0.0007 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4190 ლარი (გაუფასურდა 0.0135 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8150 ლარი (გამყარდა 0.0022 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.0521 ლარი (გამყარდა 0.0033 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 1.7509 ლარი (გამყარდა 0.0885 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7656 ლარი (გაუფასურდა 0.0012 ლარით).
ოქტომბრის ბოლოდან, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ლარმა დაიწყო გამყარება-დასტაბილურება, რაც ნოემბრის დასაწყისშიც გაგრძელდა თუმცა შემდეგ სახეზე იყო რყევები. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
11 ნოემბერი – 3.3438;
12 ნოემბერი – 3.3255;
13 ნოემბერი – 3.3353;
14 ნოემბერი – 3.3584.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0152 ლარით და 15 ნოემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3432 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

