შაბათი, ნოემბერი 15, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს...

“28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება!” – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადება

შიშის და უიმედობის დათესვის მიზნით, ამავდროულად კი რუსეთის საამებლად, ივანიშვილის რეჟიმმა სამედიცინო პენიტენციური დაწესებულებიდან ტყვეობის მეხუთე წელს კვლავ ციხეში გადაიყვანა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მოგიწოდებთ საქართველოს ყველა პატრიოტს: 28 ნოემბერს, 19:00-ზე შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მსვლელობით გადავინაცვლოთ პარლამენტის შენობასთან”, – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან და დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოში რუსეთის მეხუთე კოლონამ ივანიშვილის რეჟიმის სახით, საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევითა და ეროვნული ინტერესების ღალატით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საჯაროდ დასამარებულად გამოაცხადა.

ამ დღეს, ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხი გაერთიანდა და ქუჩაში საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლების, ევროპული არჩევანის დასაცავად გამოვიდა. ერთი წლის თავზე, ქართული საზოგადოება კვლავ მედგრად იცავს საქართველოს არჩევანს თავისუფალ, ღირსეულ, ევროპულ მომავალს.

ივანიშვილის რუსული რეჟიმი მასობრივი რეპრესიებით, საქართველოს ასეულობით ღირსეული მოქალაქის თუ პოლიტიკური ლიდერების დატყვევებით, სამოქალაქო საზოგადოების განადგურებით, პოლიტიკური პარტიების გაუქმებით, აკადემიური თავისუფლების ხელყოფის მცდელობით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვით, ცდილობს შიში და უიმედობა დათესოს საზოგადოებაში, გააღატაკოს და ქვეყნიდან გააქციოს ჩვენი ღირსეული თანამოქალაქეები.

შიშის და უიმედობის დათესვის მიზნით, ამავდროულად კი რუსეთის საამებლად, ივანიშვილის რეჟიმმა სამედიცინო პენიტენციური დაწესებულებიდან ტყვეობის მეხუთე წელს კვლავ ციხეში გადაიყვანა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

რუსული ოცნების ეს სასტიკი სპირალი, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის განადგურებას ისახავს მიზნად ვერ გატეხს ქართველი ხალხის ისტორიული სიმამაცეს და მისწრაფებას თავისუფალი, ევროპული სამყაროსკენ.

28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება!

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, საქართველოს ევროპული არჩევანისთვის მებრძოლი მთავარი პოლიტიკური ძალა და რუსული იმპერიალიზმის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოში, ყველა თანამოაზრე პოლიტიკურ პარტიასთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობასთან ერთად კვლავ ამაყად იდგება საქართველოს გადარჩენისთვის შეკრებილი პატრიოტების რიგებში.

მოგიწოდებთ საქართველოს ყველა პატრიოტს: 28 ნოემბერს, 19:00-ზე შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მსვლელობით გადავინაცვლოთ პარლამენტის შენობასთან.

გავაგონოთ მთელს ცივილიზებულ სამყაროს თავისუფალი, ევროპული საქართველოს ხმა!” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასე იცის არასწორ ტ*კოში ტენვამ” – ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი გახარიაზე

საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენას,...

“პრობლემა ინვესტიციების წარმომავლობაში კი არ არის, არამედ მის შინაარსშია” – რომან გოცირიძე

აშშ-სა და საქართველოში დაგეგმილი არაბული ინვესტიციების შედარებას ახდენს პარლამენტის...

“ნეტა ვინ არის ეს არაბული “დიშდაშით” შემოსილი “პატრიოტი” და “ტრადიციების დამცველი” ჯიგარი?!…” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი დაგეგმილ ე.წ. არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით კონკრეტულ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“თქვენ, გუშინ გამოჩეკილო პარტიულებო, ჩემზე მეტად გიყვართ და გტკივათ???” – ლიკა გამრეკელი

ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ლიკა გამრეკელი,...