პარასკევი, ნოემბერი 14, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენ, გუშინ გამოჩეკილო პარტიულებო, ჩემზე მეტად გიყვართ და...

“თქვენ, გუშინ გამოჩეკილო პარტიულებო, ჩემზე მეტად გიყვართ და გტკივათ???” – ლიკა გამრეკელი

ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი ლიკა გამრეკელი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს მმართველი გუნდის წევრებს კონკრეტულ შეფასება-მინიშნებებით მიმართ:

ჩემზე და პარტია “ქართულ ოცნებაზე” რომ საუბრობთ ზოგიერთები))) – ეს გოგო (ანუ მე) თქვენთვის (“ოცნებისთვის”) მიუღებელ სტატუსებს წერს, თურმე 😂😂😂, უკაცრავად და “ქართულ ოცნებაში” როდის მოხვდით???

როდის გადახვედით “ნაცებიდან” “ოცნებაში”? კუთხეში დასჯილი ბავშვები როდის გათამამდით?))))

მე გეტყვით მე როდის მოვხვდი და სად )))

“ქართული ოცნება” სანამ პარტიად ჩამოყალიბდებოდა შედგა ორგანიზაცია “ქართული ოცნება”, რისი პრეზენტაციაც გაიმართა ფილარმონიაში. მაშინ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას ართმევდნენ (თუ გახსოვთ) და ორგანიზაცია “ქართული ოცნების” პრეზენტაციის ორგანიზებაში ვიყავით ჩართულები ყველაზე აქტიური ახალგაზრდები))) ჩვენ, ჩვენი არასამთავრობოთი ყველა მეტი ახალგაზრდა ჩავრთეთ (არ მომცემს არავინ ტყუილის თქმის უფლებას) და ვიყავი ერთ-ერთი ბოლო ვინც გამოვიდა ღამის 3-4 საათზე ფილარმონიიდან ყველაფრის დალაგების მერე))

მანამდე ღონისძიებაზე ჩემი ორგანიზატორის ბეიჯით ძლივს შემოვიყვანე ეხლანდელი თუ ძველი პარლამენტარ-მთავრობის წევრები!

ეხლა იმ დროიდან, სამწუხაროდ, თითო-ოროლა შემორჩა “ქართულ ოცნებას”, ხოდა მაინტერესებს – თქვენ, გუშინ გამოჩეკილო პარტიულებო, ჩემზე მეტად გიყვართ და გტკივათ???)))

მეგობრობა რომ არ იცით ეგ ვიცი კაცო)))

ერთგულების დაფასება რომ საერთოდ სხვა ხილია თქვენთვის, ეგეც ვიცი, მაგრამ აი კბილები დასაჭერად რომ არის ეგ უნდა ისწავლოთ, იმიტომ რომ მე, პირი რომ გამეღო, აქამდე ალბათ ბევრი ვერ მოხვიდოდით😉

პს. ესეც ჩემი და ბატონი ბიძინას პირველი ფოტო❤️ ალბათ თქვენ რომ გქონოდათ მსგავსი ფოტო პროფილზე იქნებოდა, აი მე კი საგულდაგულოდ ვინახავდი სანამ თქვენვე ნაცებს არ გადაეცით😉“, – აცხადებს ლიკა გამრეკელი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი ყოველ დილას იწყებს აკვიატებული ფიქრით “აბა დღეს ვის რა ვავნო”, ხოდა ამჯერად მე...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეულ ფაქტებზე მითითებით, ბიძინა...

“ასე იცის არასწორ ტ*კოში ტენვამ” – ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი გახარიაზე

საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენას,...

“პრობლემა ინვესტიციების წარმომავლობაში კი არ არის, არამედ მის შინაარსშია” – რომან გოცირიძე

აშშ-სა და საქართველოში დაგეგმილი არაბული ინვესტიციების შედარებას ახდენს პარლამენტის...

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“თქვენ, გუშინ გამოჩეკილო პარტიულებო, ჩემზე მეტად გიყვართ და გტკივათ???” – ლიკა გამრეკელი

ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ლიკა გამრეკელი,...