ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტში კონკრეტულ პოზიციებს ეხმაურება და ალოგიკურად მიაჩნია ის მოსაზრებები, რომ რუსეთმა გამოუთხარა ძირი დემოკრატიას საქართველოში:
“ზოგიერთი აქაური “ექსპერტის” წიაღსვლები საოცარიც არის, სასაცილოც და ამავე დროს სამწუხაროც, რადგანაც მათი ტვინების ნაჟურს საზოგადოების რაღაც ნაწილი კითხულობს და ისმენს.
მაგალითად, ერთერთი ამბობს, რომ თურმე რუსეთმა გამოუთხარა ძირი საქართველოში დემოკრატიას, რითაც შეაფერხა მისი ევროინტეგრაცია.
ანუ, რუსეთმა აიძულა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უარი ეთქვა დემოკრატიაზე?! სხვანაირად, ხალხის ნების გარეშე როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში დემოკრატიის ჩამოშლა? მაშინ, ისიც დააკონკრეტონ, როგორ მოახერხა ეს რუსეთმა?
მაშინ გამოდის, რომ საქართველოში დემოკრატიაზე დახარჯული ასეულობით მილიონი დასავლური გრანტები წყალში გადაყრილი ყოფილა, თუკი რუსეთმა ამის ასე მარტივად ნიველირება შეძლო! ლოგიკას სადმე ხედავთ?
რეალურად, ეს არის ან არაკომპეტენტურობა ამ ექსპერტების მხრიდან, ანაც შეგნებული ტყუილი“, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

